ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება, გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება
„რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სასურსათო ფასებზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.
„არ ვიჩქაროთ იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციას ზოგადად გახასიათებთ ამჩატება, რაღაც განცხადებების კეთება და საბოლოო ჯამში მერე რაღაცები სხვანაირად ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაშიც, გარწმუნებთ, რომ როგორც ჩვენ ვადა გვაქვს აღებული აპრილის ბოლო, დაიდება კონკრეტული გეგმა რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები.
მაგიტომ არ იჩქაროთ. დღეს რომ აპრილის მაგივრად იყოს პირველი მაისი, მაშინ ლეგიტიმური იქნებოდა თქვენი მხრიდან ეს განცხადება, მაგრამ ერთი თვე დარჩენილია და ამ ერთ თვეში დავდებთ იმ შედეგს, რა შედეგსაც დავპირდით საზოგადოებას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1775043942
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული იქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გადადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მაჭავარიანი ორ ქვეყანას შორის ა...
1775043818
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია
„მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემი...
1775042928
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება...
1775042199
ახალი ამბები2 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდი, 3-4 აპრილს კი წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი,...
1775041883
ახალი ამბებიგლდანის რაიონის გამგეობა შიდა ეზოების მოწესრიგებას აგრძელებს
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, აღნიშნული სამუშაოები I მიკროს N3 კორპუსთან დაახლოებით, 1200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად, და...































