ლევან მაჭავარიანი: ბოკუჩავას როგორ დამამცირებლად მოექცნენ, მანქანაში შეიტყო ახალი თავმჯდომარის ამბავი, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს აღარ უნდა უკვირდეს, რომ არაფერს ნიშნავს მათთვის ადამიანი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თინა ბოკუჩავამ პარტიის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მანქანაში შეიტყო, რაც ბოკუჩავას მიმართ დამამცირებელი ქმედება იყო.
მისი თქმით, ამის შემდეგ არავის უნდა უკვირდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ადამიანი და მისი უფლებები არაფერს ნიშნავს.
ამასთან, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ოპოზიციურ ალიანსს მომავალი არ აქვს.
„მიშა სააკაშვილის ფავორიტობისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა იბრძვიან. ეს ადამიანები უკადრებელს კადრულობენ, რაც მათგან არავის უკვირს. როგორ დამამცირებლად მოექცნენ თინა ბოკუჩავას - მანქანაში შეიტყო ახალი თავმჯდომარის ამბავი - ამის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს აღარ უნდა უკვირდეს, როგორ დამამცირებლად ექცეოდნენ მოსახლეობას, რამდენად არაფერს ნიშნავს მათთვის ადამიანი და ადამიანის უფლებები.
ოპოზიციურ ალიანსს არანაირი მომავალი არ აქვს. მძიმე მდგომარეობაში იგდებენ თავს, როცა მომავლის გეგმაზე საუბრობენ. გარე უფროსების მითითებით კეთდება ეს ყველაფერი, მათ შორის გაერთიანება, დაშლა და სპექტაკლები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1782134008
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6487 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1782133292
ახალი ამბებიჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში და IFRS და IPSAS სტანდარტების...
1782131785
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს "კს.ც"-ის (ს/კ 445543920) კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში (მე-20 ქუჩა) დ...
1782130675
ახალი ამბებითამარ იოსელიანი სარკინიგზო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება
„სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა პარლამენტში სარკინიგზო კოდექსში ც...
1782130355
ახალი ამბებინინო წილოსანი: ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს, ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი ბელადს, „ნაცმოძრაობა“ დაღმასვლისკენ მიმავალი პარტიაა, რომელსაც ნორმალური არავინ შეუერთდება
„ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს, ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი თავის ბელადს. ალბათ, სწორედ ამიტომ დაწინაურდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანის თქმით, „ნაცმოძ...































