ნინო წილოსანი: ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს, ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი ბელადს, „ნაცმოძრაობა“ დაღმასვლისკენ მიმავალი პარტიაა, რომელსაც ნორმალური არავინ შეუერთდება

„ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს, ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი თავის ბელადს. ალბათ, სწორედ ამიტომ დაწინაურდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, „ნაცმოძრაობა“ დაღმასვლისკენ მიმავალი პარტიაა, რომელსაც არა თუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება“.

„ნაცმოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის სახით სრულებით არანორმალური ლიდერი რომ ჰყავს, ახალი არ არის, მაგრამ ახლა მის წინ კეკლუცობისა და თბილი ადგილის მოსაპოვებლად ქალები ეჭიდებიან ერთმანეთს. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა. ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა ერთმანეთს იმიტომ ესხმიან თავს და შემდეგ თავს იმართლებენ, რომ სააკაშვილს თავი მოაწონონ, როგორღაც, პირველობა დაიმსახურონ.

ის ფაქტი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დასახელდა და თავად ბელადი მოიაზრებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ალბათ, კარგად გვაჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დიდი შოუა, რომელსაც ისეთი იაფფასიანი შოუმენი სჭირდება, როგორიც ნანუკა ჟორჟოლიანია.

ფაქტია, ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს, ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი თავის ბელადს. ალბათ, სწორედ ამიტომ დაწინაურდა. ეჭვი მეპარება, მის რომელიმე მოსაზრებას რაიმე აზრიანი ან დასაბუთებული საფუძველი ჰქონდეს. ამას ადასტურებს ის, რომ ახალი სახეებით და ახალგაზრდებით „ნაცმოძრაობის“ განახლება ყველაზე დიდი სისულელეა.

„ნაცმოძრაობა“ დაღმასვლისკენ მიმავალი პარტიაა, რომელსაც არა თუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება. ერთადერთი, რაზეც „ნაცმოძრაობა“ დღემდე დგას, ფუნდამენტალისტი „ნაცები“ არიან, რომლებიც ძალადობრივი რეალობიდან ვერ გამოდიან და, ფაქტობრივად, თავის ბელად სააკაშვილს სტოკჰოლმის სინდრომით ჰყვარობენ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782133292

ახალი ამბები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში და IFRS და IPSAS სტანდარტების...

 2025 წლის ანგარიში მოისმინა

1782131785

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს "კს.ც"-ის (ს/კ 445543920) კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში (მე-20 ქუჩა) დ...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1782130675

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი სარკინიგზო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება

„სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა პარლამენტში სარკინიგზო კოდექსში ც...

თამარ იოსელიანი:

1782127782

ახალი ამბები

პროკურატურამ ჩასარიცხ აპარატში ყალბი კუპიურების მოთავსებით, დაზარალებულების კუთვნილი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ჩასარიცხ აპარატში ყალბი კუპიურების მოთავსებით, დაზარალებულების კუთვნილი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურ...

პროკურატურა

1782127269

ახალი ამბები

საქსტატი საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითად შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითად შედეგებს აქვეყნებს. როგორც საქსტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს 2024 წლის მო...

საქსტატი საქსტატი