თამარ იოსელიანი სარკინიგზო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება
„სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა პარლამენტში სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების პროექტის საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.
მისი განმარტებით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საკუთრებაში დატოვება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან აქტივზე სტრატეგიულ კონტროლს უზრუნველყოფს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ამ ეტაპზე, მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგები და მათი დამცავი ზონები სახელმწიფო საწარმოთა საკუთრებას წარმოადგენს, რის ხარჯზეც ამჟამად უზრუნველყოფილია სახელმწიფო კონტროლი აღნიშნულ აქტივზე.
„იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შენარჩუნდეს, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზეც იყოს ასახული, რომ დაუშვებელია მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის და მისი დამცავი ზონის მესამე პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სარკინიგზო კოდექსში შემოდის „მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის“ ცნება - ეს არის ლიანდაგი, განკუთვნილი სასაზღვრო სარკინიგზო გადასასვლელებს, სარკინიგზო სადგურებსა თუ საზღვაო ნავსადგურებს შორის ტვირთის გადაზიდვისა ან მგზავრთა გადაყვანისთვის.
„მოქმედი მაგისტრალური ლიანდაგის სახელმწიფო ან სახელმწიფო საწარმოს საკუთრებაში შენარჩუნების აუცილებლობა იმ გარემოებით არის განპირობებული, რომ სწორედ ამ ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე და, ამდენად, ის სტრატეგიულად ყველაზე ღირებულ აქტივს წარმოადგენს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანი განმარტავს, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში, ასევე, შავი ზღვის რეგიონში მდებარე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში - რუმინეთსა და ბულგარეთში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს საკუთრებაშია ან სახელმწიფო კომპანიების ბალანსზე ირიცხება, რაც ევროპის საუკეთესო პრაქტიკით სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაცვისა და უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტიან მოდელად მიიჩნევა.
„აღნიშნული აქტივი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების, სატრანზიტო ფუნქციისა და საერთაშორისო ლოგისტიკური კავშირების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს. ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საკუთრებაში ან სახელმწიფო საწარმოების ხელში არსებობა ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების თანაბარი და არადისკრიმინაციული წვდომა ლიანდაგებზე, ასევე, მკაცრად დაიცვას უსაფრთხოებისა და თავსებადობის საერთაშორისო სტანდარტები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ამ ეტაპზე გასხვისებული არ არის, სამომავლოდ ამ სტრატეგიული აქტივის დაკარგვის რისკების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია აკრძალვის საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ცვლილებებს სარკინიგზო კოდექსში საქართველოს პარლამენტი განიხილავს.
1782133292
ახალი ამბებიჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში და IFRS და IPSAS სტანდარტების...
1782131785
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს "კს.ც"-ის (ს/კ 445543920) კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში (მე-20 ქუჩა) დ...
1782130355
ახალი ამბებინინო წილოსანი: ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს, ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი ბელადს, „ნაცმოძრაობა“ დაღმასვლისკენ მიმავალი პარტიაა, რომელსაც ნორმალური არავინ შეუერთდება
„ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს, ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი თავის ბელადს. ალბათ, სწორედ ამიტომ დაწინაურდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანის თქმით, „ნაცმოძ...
1782127782
ახალი ამბებიპროკურატურამ ჩასარიცხ აპარატში ყალბი კუპიურების მოთავსებით, დაზარალებულების კუთვნილი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ჩასარიცხ აპარატში ყალბი კუპიურების მოთავსებით, დაზარალებულების კუთვნილი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურ...
1782127269
ახალი ამბებისაქსტატი საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითად შედეგებს აქვეყნებს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითად შედეგებს აქვეყნებს. როგორც საქსტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს 2024 წლის მო...































