სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს "კს.ც"-ის (ს/კ 445543920) კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში (მე-20 ქუჩა) დარღვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ობიექტში დაცული იყო სურსათის ეტიკეტირებისა და სარეალიზაციო ვადები; ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში (მიდია 125 კგ) და ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ N 16 ა-ში (კრევეტები მოხარშული და გაყინული ნაჭუჭში 3780 კგ და ზღვის პროდუქტების ნაზავი -16 კგ). ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდება კანონმდებლობის შესაბამისად.

სეს-ის ცნობით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შპს “კ.ს.ც.”-ის თბილისის სამაცივრე მეურნეობაში (მის: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 10) გამოავლინეს ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსებისა (სხვადასხვა დასახელების გაყინული თევზპროდუქტები) და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი (ხიზილალა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, 6132.2 კგ ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782133736

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბოკუჩავას როგორ დამამცირებლად მოექცნენ, მანქანაში შეიტყო ახალი თავმჯდომარის ამბავი, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს აღარ უნდა უკვირდეს, რომ არაფერს ნიშნავს მათთვის ადამიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თინა ბოკუჩავამ პარტიის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მანქანაში შეიტყო, რაც ბოკუჩავას მიმა...

ლევან მაჭავარიანი

1782133292

ახალი ამბები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში და IFRS და IPSAS სტანდარტების...

 2025 წლის ანგარიში მოისმინა

1782130675

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი სარკინიგზო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება

„სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა პარლამენტში სარკინიგზო კოდექსში ც...

თამარ იოსელიანი:

1782130355

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს, ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი ბელადს, „ნაცმოძრაობა“ დაღმასვლისკენ მიმავალი პარტიაა, რომელსაც ნორმალური არავინ შეუერთდება

„ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს, ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი თავის ბელადს. ალბათ, სწორედ ამიტომ დაწინაურდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანის თქმით, „ნაცმოძ...

ნინი წილოსანი

1782127782

ახალი ამბები

პროკურატურამ ჩასარიცხ აპარატში ყალბი კუპიურების მოთავსებით, დაზარალებულების კუთვნილი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ჩასარიცხ აპარატში ყალბი კუპიურების მოთავსებით, დაზარალებულების კუთვნილი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურ...

პროკურატურა