ლევან მაჭავარიანი: ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ ევრობიუროკრატებს ის უსამართლობა, რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში სჩადიან - აშშ-ს ევროკავშირთან დემოკრატიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს

ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ ევრობიუროკრატებს ის უსამართლობა, რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში სჩადიან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

იგი ამგვარად აფასებს აშშ-ის გადაწყვეტილებას, ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალოს.

„თუმცა, როცა მათი [ევრობიუროკრატების] მხრიდან კონკრეტული უსამართლობაა, მათ შორს სანქციების თემაზე, ამას არასდროს არ მოჰყვება დასაბუთება და არგუმენტები. ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუსაბუთა, თუ რატომ დაასანქცირეს ეს 5 მოქალაქე, რომელზეც ასე შესტკივა გული ევრობიუროკრატიას. მათგან ერთ-ერთი მაღალჩინოსანი - ევროკომისარი იყო, ისინი მედიაპლატფორმებზე ცენზურას ეწეოდნენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროკავშირთან ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს დემოკრატიასთან და იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი ამ ბიუროკრატიის პირობებში ევროპულ ღირებულებებს სცილდება. ერთ-ერთი ასეთი ევროპული ღირებულება არის სიტყვის თავისუფლება და ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტებით უდასტურებს და უმტკიცებს ევრობიუროკრატებს, რომ ისინი ევროკავშირში საწინააღმდეგო აზრს შეგნებულად ახშობენ”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა.

გადაწყვეტილება ხუთი პირისთვის დაწესებული აკრძალვის შესახებ 23 დეკემბერს გამოაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. აშშ სანქცირებულებს ადანაშაულებს ამერიკული პლატფორმების იძულებითი ცენზურის, დემონეტიზაციისა და მათთვის მიუღებელი ამერიკული მოსაზრებების ჩახშობისკენ მიმართული ძალისხმევის ორგანიზებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766640635

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის

„48 წელია საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს“, - აღნიშნული...

ბიძინა ივანიშვილი

1766639074

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ხომ ვიცით, თავად „ბიბისიც“ მსხვერპლია იმ ძალის, რომელიც მართავს ევრობიუროკრატიას და ჩვენს რადიკალურ ფრთას

ფეხბურთში რომ გადმოვიტანოთ და შევადაროთ „რეალ მადრიდს“, არგენტინის ნაკრებს, იმხელა რეიტინგი ჰქონდა „ბიბისის“ და ასე მდარე რეპორტაჟს აკეთებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, თავად „ბიბისიც“ მსხვერპლია. აღარ ვმა...

მიხეილ ყაველაშვილი

1766606351

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას, ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა მაშინ, იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი

 დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არ არსებობს დღემდე ამაზე პასუხები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხ...

მიხეილ ყაველაშვილი

1766605727

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირზე: ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები თითქმის ყოველკვირა, ყოველთვე იცვლის ხასიათს

 ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები თითქმის ყოველკვირა, ყოველთვე იცვლის ხასიათს, თუმცა ძალიან კარგია, რომ საქართველოს მოქალაქეებში რეალური სახე მიეცა ნამდვილ ევროკავშირს, ნამდვილი ევროპის აღქმას და იმ...

მიხეილ ყაველაშვილი

1766604822

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა

 დღეიდან სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ახალ მიმართულებაზე იმოძრავებენ - საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან...

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა