მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ხომ ვიცით, თავად „ბიბისიც“ მსხვერპლია იმ ძალის, რომელიც მართავს ევრობიუროკრატიას და ჩვენს რადიკალურ ფრთას

ფეხბურთში რომ გადმოვიტანოთ და შევადაროთ „რეალ მადრიდს“, არგენტინის ნაკრებს, იმხელა რეიტინგი ჰქონდა „ბიბისის“ და ასე მდარე რეპორტაჟს აკეთებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, თავად „ბიბისიც“ მსხვერპლია. აღარ ვმალავთ „დიფ სთეითს“. ყველა ღიად საუბრობს, რომ იმ ძალის, რომელსაც უნდა მთლიანად ეს პროცესი მართოს და მართავს კიდეც ევრობიუროკრატიას, მართავს „ბიბისის“ და მართავს ჩვენს რადიკალურ ფრთას. ეს ერთი ხაზია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპელ მოქალაქეს ინფორმაცია აღარ მიეწოდება და ეს დემოკრატიის უკუსვლაა.

„როგორ შეიძლება არ გაწუხებდეს დღევანდელი მდგომარეობა, ამაზე მქონდა საუბარი, ფილმებია გადაღებული, რამდენი გარდაცვლილი ჟურნალისტია, თავის საქმეს შეწირული, რომ სიმართლისთვის ებრძოლა. ასე ახლოს ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან არასდროს ვყოფილვართ. ამდენი მედიასაშუალებაა. ნუთუ ერთს არ გაუჩნდა განსხვავებული შეხედულება, ჩამოვიდეს და ჩაწეროს აქ განსხვავებული აზრის მქონე.

პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, საზოგადოებიდან ჩაიწეროს და მისცეს ეს ინფორმაცია ევროპელ მოქალაქეს და მან თავად შეაფასოს, მაგრამ ეს არის დახშული. ეს არის დემოკრატიის უკუსვლა, ეს ყველაფერი შეცვლილია.

ამ თითქოს თავისუფლების, ფსევდოლიბერალი ძალის ქვეშ მოყოლილი ევროპელი მოქალაქე, რომელსაც თითქოს კეთილდღეობა მისცეს, სოციალური, ხელფასები, ამ ყველაფრით უზრუნველყოფილი ადამიანი უცებ გახდა მსხვერპლი და მას ინფორმაცია აღარ მიეწოდება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766640635

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის

„48 წელია საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს“, - აღნიშნული...

ბიძინა ივანიშვილი

1766638276

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ ევრობიუროკრატებს ის უსამართლობა, რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში სჩადიან - აშშ-ს ევროკავშირთან დემოკრატიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს

ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ ევრობიუროკრატებს ის უსამართლობა, რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში სჩადიან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...

ლევან მაჭავარიანი

1766606351

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას, ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა მაშინ, იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი

 დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არ არსებობს დღემდე ამაზე პასუხები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხ...

მიხეილ ყაველაშვილი

1766605727

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირზე: ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები თითქმის ყოველკვირა, ყოველთვე იცვლის ხასიათს

 ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები თითქმის ყოველკვირა, ყოველთვე იცვლის ხასიათს, თუმცა ძალიან კარგია, რომ საქართველოს მოქალაქეებში რეალური სახე მიეცა ნამდვილ ევროკავშირს, ნამდვილი ევროპის აღქმას და იმ...

მიხეილ ყაველაშვილი

1766604822

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა

 დღეიდან სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ახალ მიმართულებაზე იმოძრავებენ - საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან...

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა