საჯარო ანგარიშვალდებულების მარეგულირებელი მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია

 ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.

ანგარიშში სხვადასხვა თემასთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების საჯარო ანგარიშვალდებულების მარეგულირებელი მმართველობის საკითხი (გვ 62). რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს.

საჯარო ანგარიშვალდებულების რეგულირების ყოვლისმომცველობის შეფასების 100 ბალიანი სისტემით საქართველომ 75-ზე მაღალი ქულა დაიმსახურა და ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

რეიტინგში საქართველო უსწრებს შენგენის ზონის და ევროკავშირის წევრ 28 სახელმწიფოს: დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიის, იტალიას, ფინეთს, დანიას, ნორვეგიას, ირლანდიას, ნიდერლანდებს, ბელგიას, შვედეთს, შვეიცარიას, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, პოლონეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ისლანდიას, კვიპროსს, ავსტრიას, მალტას, ლუქსემბურგს.

სარეიტინგო შეფასება ეფუძნება EuroPAM-ის მონაცემთა ბაზას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ, რომელიც თავის მხრივ ზომავს ქვეყნის სამართლებრივი ჩარჩოს ყოვლისმომცველობას ადმინისტრაციული გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხუთ სფეროში: თანამდებობის პირების ფინანსური გამჭვირვალობა, ინტერესთა კონფლიქტი, პოლიტიკური ფინანსები, ინფორმაციის თავისუფლება და სახელმწიფო შესყიდვების რეგულირება.

ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766642003

ახალი ამბები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

დღეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25...

ააა

1766640635

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის

„48 წელია საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს“, - აღნიშნული...

ბიძინა ივანიშვილი

1766639074

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ხომ ვიცით, თავად „ბიბისიც“ მსხვერპლია იმ ძალის, რომელიც მართავს ევრობიუროკრატიას და ჩვენს რადიკალურ ფრთას

ფეხბურთში რომ გადმოვიტანოთ და შევადაროთ „რეალ მადრიდს“, არგენტინის ნაკრებს, იმხელა რეიტინგი ჰქონდა „ბიბისის“ და ასე მდარე რეპორტაჟს აკეთებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, თავად „ბიბისიც“ მსხვერპლია. აღარ ვმა...

მიხეილ ყაველაშვილი

1766638276

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ ევრობიუროკრატებს ის უსამართლობა, რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში სჩადიან - აშშ-ს ევროკავშირთან დემოკრატიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს

ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ ევრობიუროკრატებს ის უსამართლობა, რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში სჩადიან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...

ლევან მაჭავარიანი

1766606351

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას, ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა მაშინ, იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი

 დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არ არსებობს დღემდე ამაზე პასუხები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხ...

მიხეილ ყაველაშვილი