მიხეილ ყაველაშვილი: კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას, ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა მაშინ, იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი
დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არ არსებობს დღემდე ამაზე პასუხები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ინფორმირებული გვყავდეს ჩვენი საზოგადოება. არ ვმალავთ ჩვენს ქმედებებს, შეხედულებებს და ყველაფერზე ღიად ვსაუბრობთ. ყველა ის საკითხი, რომელიც ევრობიუროკრატიის მხრიდან განხორციელებული იყო საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ყველა იყო შანტაჟის საკითხი; გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსი და დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არ არსებობს დღემდე ამაზე პასუხები. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა, რის გამოც ჩვენ დაგვჩაგრეს. მართლაც სასაცილოა ეს მიზეზები. რაში გამოიხატება დემოკრატიის უკუსვლა? ეს დირექტივები და შეფასებები საჭიროა აქ არსებული რადიკალური ფრთის გაცოცხლებისთვის, რომელიც მილევად რეჟიმშია, აღარც ძალა და რესურსი აქვთ და მათი მოტივაციისთვისაა ეს შეფასებები“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვას და ამ საკითხზე ევროპელი ლიდერების განცხადებებს.
„თურმე რა არის, როცა შენს საქმეში ვიღაც ერევა. ამის გამო ისინი წუხან და ჩვენთან მიმართებით იმავეს რომ აკეთებენ, ეს თურმე მისაღებია“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
1766593928
ახალი ამბებიპრემიერი: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება
აქტიურად ვმუშაობთ რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციაზე არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და სერვისების გაციფრულებაზე, რის შედეგადაც, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუ...
1766593694
ახალი ამბებითბილისის საქალაქო სასამართლო გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დახურულ რეჟიმში მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისთვის გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დახურულ რეჟიმში მსჯელობს. გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების...
1766590942
ახალი ამბებირევაზ კარანაძე: მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში
„ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს“, - წერს პო...
1766588255
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: ოპოზიცია სპეკულირებს, რომ მისი დაკავება არის შიდა კლანური დაპირისპირება და ეს რომ კლანური დაპირისპირება იყოს, ჩვენ გარეთ არ გამოვიტანდით, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“
ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ტოპ 3 ქვეყნების რიცხვში კორუფციის სიმცირის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქა...
1766584836
ახალი ამბებინათია თურნავამ ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენცია 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვ...































