ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გამოცდილება არ აკლდათ, ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდნენ და ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვეს, ძალიან კარგად ისწავლეს თეთრის და შავის გარჩევა
ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გამოცდილება არ აკლდათ, ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდნენ და ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვეს. ძალიან კარგად ისწავლეს თეთრის და შავის გარჩევა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
„კაია კალასმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის შიდა საქმეებში არ ერევა, რადგან მას არ სურს იყოს ევროკავშირის წევრი, თუმცა ამ დროს საქართველოსთან მიმართებით სხვა სტანდარტი მოქმედებს. გამოდის, რომ დღეს მთავარია არა სიმართლე და ობიექტურობა, არამედ ქვეყნის პოლიტიკური გავლენები. ვხედავთ თუ არა ზუსტად ასეთ მიდგომებს, როდესაც ევროპა აფასებს ქართულ და ამერიკულ აქციებს?“ - მიმართა მას გადაცემის წამყვანმა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, დეზინფორმატორი და ტყუილის გამავრცელებელი არის როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში, დასავლეთში, აღმოსავლეთში და ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ძალიან კარგად იაზრებს.
„რა თქმა უნდა, მიდგომა არის ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა თქვენ ჩამოაყალიბეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი მოსახლეობა უფრო მოწყვლადი იქნება, როდესაც ასეთი ტიპის უსამართლო პრეტენზიები წამოვა და უფრო მარტივი იქნება ჩვენი მოქალაქეების განწყობებზე თამაში, ამით უფრო მეტი მოქალაქის აქციაზე გამოყვანა და ა.შ.
თუმცა, ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გამოცდილება არ აკლდათ, ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდნენ და ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვეს, ძალიან კარგად ისწავლეს თეთრის და შავის გარჩევა. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის უკვე აღარ აქვს, ევროპარლამენტარმა ან ევრობიუროკრატმა რაღაც თქვა თუ არა. ის დაფიქრდება, რაც ნათქვამია, შეესაბამება თუ არა სიმართლეს.
სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ ეს ასე არ იყო და ცოტა ზედმეტად საკრალურად ითვლებოდა რაღაც-რაღაცები. ვიღაც ევროპარლამენტარი თუ რამეს იტყოდა, იმას გადამოწმებაც არ სჭირდებოდა. დღეს ასე არ არის იქიდან გამომდინარე, რომ დეზინფორმატორი და ტყუილის გამავრცელებელი არის როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში, დასავლეთში, აღმოსავლეთში და ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ძალიან კარგად იაზრებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1769876709
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - ყალბი ბანერით ცდილობდნენ აღქმის დამკვიდრებას, თითქოს სახელმწიფომ გადმომცა რაღაც ნაკვეთი, რაც სრული ტყუილია, არ ენდოთ ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიერ მის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, გავრცელებული ყალბი ბა...
1769875323
ახალი ამბებიგივი მიქანაძეს იერუსალიმის პატრიარქმა უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, უნეტარესმა თეოფილე III-მ საპატრიარქოში უმასპინძლა. შეხვედრაზე მინისტრმა მადლ...
1769873260
ახალი ამბებიიძირება ეს ფარჩაკი იქ, სადაც მისი ადგილია და ყველაფრის თან წაღება უნდა - თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე
„სააკაშვილი ისე განადგურდება, მის სადღეგრძელოსაც აღარავინ დალევს“, – წერს პარტია ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. „სააკაშვილის პოსტიდანაა ნაწყვეტი. დემოკრატიული პარტიების კოო...
1769870967
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე დებატებზე: მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვისთვისაც საქართველო არის სამშობლო და არა მხოლოდ და მხოლოდ წარწერა პასპორტზე
მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვისთვისაც საქართველო არის სამშობლო და არა მხოლოდ და მხოლოდ წარწერა პასპორტზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არ...
1769868004
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: განათლების სფეროში მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს და წერს, რომ საქართველოში, გლობალისტური ლიბერალიზმის ბუდე საუნივერსიტეტო სივრცეებია: „...































