მაჭავარიანი აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა და უკვე ჩანს, რომ აშშ აღარ არის ევროპისთვის ის პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე

„ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბრისას.

კერძოდ, გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, „როგორ დაახასიათებდით ამერიკისა და ევროკავშირის ურთიერთობას, როგორ იქცევა ამ ურთიერთობაში ერთი მხრივ ევროპა და მეორე მხრივ აშშ?“

ლევან მაჭავარიანის თქმით, უკვე ჩანს, რომ აშშ აღარ არის ევროპისთვის ის პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე.

„ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა. როდესაც ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ს პრეზიდენტი, ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მისი გაპრეზიდენტებიდან ერთ თუ ორ თვეში, ბატონი ჯეი დი ვენსი ჩავიდა მიუნხენში და იქ, ფაქტობრივად დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს. ერთი ერთში გაიმეორა ის პრეტენზიები, რა პრეტენზიებსაც „ქართული ოცნება“ ამ ოთხი წლის განმავლობაში ვაყენებთ ევრობიუროკრატების მიმართ. დემოკრატიის უკუსვლაზე, განსხვავებული აზრის ჩახშობაზე იყო საუბარი და ა.შ. ბატონმა ჯეი დი ვენსმა ეს ყველაფერი ჩამოთვალა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით. უკვე მაშინ ეტყობოდა ბზარი ამ ურთიერთობებს.

ფაქტობრივად, დრო მისცა ევროპას აშშ-მა, რომ გადაეხადა თავისი ამ კურსისთვის. ჩვენ ვიხილეთ, რომ რამდენიმე თვის წინ უკვე აშშ-მა ეს ყველაფერი თავისი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში ასახა, სადაც ძალიან მძიმე ბრალდებებია ევროკავშირის, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. აქაც, ფაქტობრივად, ერთი ერთშია გამეორებული ფრაზების და წინადადებების დონეზე „ქართული ოცნების“ პრეტენზიები ევროკავშირთან მიმართებით, ვინაიდან ეს ყველაფერი არის სიმართლეზე, ფაქტებზე და რეალობაზე დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი თანხვედრაშია ერთმანეთთან.

აქედან უკვე ჩანს, რომ აშშ აღარ არის ევროპისთვის ის პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე, ერთის მხრივ. ამ შემთხვევაში დოკუმენტში ნატო-ზეც ბევრი საკითხია გამოყოფილი. პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ ნატო აღარ აპირებს აღმოსავლეთით გაფართოებას. იქ უსაფრთხოების საკითხებზეც არის საუბარი, სადაც ევროკავშირს მოუწოდებს, რომ თავად იზრუნონ თავიანთ უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ აშშ უფრო კონცენტრირებულია დასავლეთ ნახევარსფეროზე და მონროს დოქტრინის, ასე ვთქვათ, გაგრძელებაზეა საუბარი. შესაბამისად, ევროკავშირი აღმოჩნდა აშშ-ის მხრიდან იზოლაციაში.

ევროკავშირი ცდილობს, რომ დაამყაროს ურთიერთობა კვლავ, თუმცა ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად ქალბატონ კალასს, ორჯერ თუ სამჯერ ჰქონდა მცდელობა, შეხვედროდა ბატონ მარკო რუბიოს და უარი მიიღო ამ შეხვედრაზე. შესაბამისად, აშშ-ის ადმინისტრაცია არ ხვდება ევრობიუროკრატებს. თუ კონკრეტულად რომელიმე ქვეყანასთან აქვს რაიმე ტიპის საქმე, როგორც იყო ეს უნგრეთის, სლოვაკეთის შემთხვევა, თვითონ ამ ქვეყნის ლიდერებთან აქვთ კომუნიკაცია და ქვეყნების დონეზეა კომუნიკაცია დასული“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769876709

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი - ყალბი ბანერით ცდილობდნენ აღქმის დამკვიდრებას, თითქოს სახელმწიფომ გადმომცა რაღაც ნაკვეთი, რაც სრული ტყუილია, არ ენდოთ ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიერ მის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, გავრცელებული ყალბი ბა...

შალვა პაპუაშვილი

1769875323

ახალი ამბები

გივი მიქანაძეს იერუსალიმის პატრიარქმა უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, უნეტარესმა თეოფილე III-მ საპატრიარქოში უმასპინძლა. შეხვედრაზე მინისტრმა მადლ...

გივი მიქანაძეს იერუსალიმის პატრიარქმა უმასპინძლა

1769873260

ახალი ამბები

იძირება ეს ფარჩაკი იქ, სადაც მისი ადგილია და ყველაფრის თან წაღება უნდა - თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

„სააკაშვილი ისე განადგურდება, მის სადღეგრძელოსაც აღარავინ დალევს“, – წერს პარტია ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. „სააკაშვილის პოსტიდანაა ნაწყვეტი. დემოკრატიული პარტიების კოო...

ჟურნალისტი

1769870967

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე დებატებზე: მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვისთვისაც საქართველო არის სამშობლო და არა მხოლოდ და მხოლოდ წარწერა პასპორტზე

მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვისთვისაც საქართველო არის სამშობლო და არა მხოლოდ და მხოლოდ წარწერა პასპორტზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არ...

არჩილ გორდულაძე

1769868004

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: განათლების სფეროში მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს და წერს, რომ საქართველოში, გლობალისტური ლიბერალიზმის ბუდე საუნივერსიტეტო სივრცეებია: „...

დავით ქართველიშვილი