დავით ქართველიშვილი: განათლების სფეროში მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს და წერს, რომ საქართველოში, გლობალისტური ლიბერალიზმის ბუდე საუნივერსიტეტო სივრცეებია: „წლებია ვხედავ „წითელი პროფესორების“ მიერ ადგილობრივი „ჩე გევარების“ გამომშვებ „ალმა მატერებს“. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სულ რომ მთელ მსოფლიოში დამარცხდეს გლობალისტური ლიბერალიზმი, საქართველოში მათი „საუნივერსიტეტო ბუდეები“ მაინც იარსებებენ. ეს კი უკვე კატასტროფა იქნება,“ - წერს ანალიტიკოსი.

დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ განათლების სისტემაში ხარვეზებს ვხედავთ 1700 ქართული დაცარიელებული სოფლისა და უნიკალური პროფესიების უკანასკნელი მატარებლების ფონზე.

„მეგობრებო, მე არ მინდა დავტოვო შთაბეჭდილება, რომ გავურბივარ „თსუ-სტუ“-ს დისკუსიაში მონაწილეობას. ჩემი პოზიცია არაა დარგობრივი სპეციალისტის, თუ განათლების სფეროში „ექსპერტის“ მოსაზრება, რომელსაც არ წარმოვადგენ. ჩემი მთავარი გულისტკივილი თქვენ იცით - ეს არის ღვთისმშობლის წილხვდომილობაში დაცარიელებული ტაძრები.

ეს არის სახარების მიღმა უეკლესიურობა, ულოცველობა, უმარხულობა, უზიარებლობა, უსიყვარულობა. მაგრამ, ეს ხომ სულ სხვა თემაა. განათლების სფეროში მე მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა. ეს ყველაფერი მაშინებს 1700 ქართული დაცარიელებული სოფლის, დახარვეზებული აგროსექტორის, უნიკალური პროფესიის უკანასკნელი მატარებლების (ხარატი, დურგალი, მექანიკოსი და ა.შ.) ფონზე. განათლების სფეროში მაშინებს „პროფესორის“ და „დოქტორის“ ხარისხების მინიჭება იქ, სადაც ყასაბს, ყოველგვარი სწავლის გარეშე, აძლევენ „სახელმწიფო მმართველობის დოქტორანტურის“ დამთავრების საშუალებას.

კი არ მაშინებს, არამედ „აღშფოთებულად შეშფოთებული“ ვარ, რომ თავის დროზე დღეს აღელვებულ საზოგადოებას ხმა არ ამოუღია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და ეფექტური უმაღლესი სასწავლებლის - უშიშროების აკადემიის გაქრობისა და განადგურების გამო. მოკლე პერიოდი მე მანდ არა მხოლოდ ვსწავლობდი, არამედ ვასწავლიდი კიდეც. და ეს იყო პატრიოტიზმის, უცხო ენების, ოპერატიული ფსიქოლოგიის, სპეცდისციპლინების სწავლების უნიკალური ლაბორატორია. გააქრეს აკადემია და სპეცსამსახურებში მივიღეთ ყასაბების, პოეტების, „ენჯეოშნიკების“ არაერთი თაობა. დღეს უმაღლესი განათლების სისტემა მე მიმაჩნია სახელმწიფოს ძირითად სახე დამკვეთად, თუ რამდენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და რომელ დარგში გვჭირდება. მე ეჭვი მეპარება, რომ ასეთი დაკვეთა არსებობდეს. სამაგიეროდ, წლებია ვხედავ „წითელი პროფესორების“ მიერ ადგილობრივი „ჩე გევარების“ გამომშვებ „ალმა მატერებს“. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სულ რომ მთელ მსოფლიოში დამარცხდეს გლობალისტური ლიბერალიზმი, საქართველოში მათი "საუნივერსიტეტო ბუდეები" მაინც იარსებებენ. ეს კი უკვე კატასტროფა იქნება.

ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც გულწრფელად არ მესმის, ვინაიდან არ ვარ „ექსპერტი“, მე ვრთავ „ანალიტიკოსს“ და გამოცდილებით მოპოვებული შედარების შესაძლებლობებს: ახალი გადაწყვეტილებით ესა თუ ის პრობლემა გამძაფრდება, თუ იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს? ჩემი ანალიტიკური ინტუიციით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ამ უკანასკნელთან გვაქვს. ხოლო ისედაც მძიმე და ჩიხში შესული ვითარების კიდევ უფრო დემონიზირების უკან, მხოლოდ გარკვეულ პირთა კლასტერების მხრიდან, პირადულ და სუბიექტურ შეხედულებებს ვხედავ. არაა გამორიცხული, როგორც ყოველთვის, ამაშიც ვცდებოდე...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769859420

ახალი ამბები

ზვიად გაბისონია: უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის მეორე პაკეტი მიზნად ისახავს, წამყვანი, ე.წ. ლიდ-პროფესორის სტატუსის შემოტანას, რომელიც არსებულ პროფესურას დაემატება

კანონპროექტის მეორე პაკეტი მიზნად ისახავს, წამყვანი, ე.წ. ლიდ-პროფესორის სტატუსის შემოტანას, რომელიც არსებულ პროფესურას დაემატება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგ...

ზვიად გაბისონია

1769857763

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“: დეზინფორმაციის წყარო ხართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქარდებს აზიარებს და აღნიშნულ ორგანიზაციას დეზინფორმაციის წყაროდ მოიხსენიებს. მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონ...

ირაკლი ჭეიშვილი

1769856094

ახალი ამბები

ბექა ჩხაიძე: ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე „გაუმჭვირვალე“ აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!

ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე „გაუმჭვირვალე“ აღმოჩნდა“, - წერს მომღერალი ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში. ჩხაიძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა” ავრცელებს ტყუილს,...

ბექა ჩხაიძე

1769854163

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მაშინ, როდესაც სახელმწიფომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ აგენტურამ საკუთარი სახე უკვე გამოავლინა. „აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მა...

გიორგი სოსიაშვილი

1769851963

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“: იცის, რომ მოუწევს იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს

„კლასიკური მაგალითია იმისა თუ რატომ არის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი, კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა. „საერთაშორისო გაუმჭვირვალობის...

არჩილ გორდულაძე