დავით კაჭარავა: ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი აშენდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა მედიასთან გამოეხმაურა ქვეყნის მასშტაბით 12 ახალი სარაგბო მოედნის მშენებლობას. თქვა, რომ სპორტი მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა და აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

„ბოლო პერიოდში არა მარტო რაგბის, არამედ ყველა მიმართულებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს“, - განაცხადა კაჭარავამ.

დავით კაჭარავამ ხაზი გაუსვა, რომ ახალი მოედნების საშუალებით, უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება სპორტში და გაიზრდება არაერთი პროფესიონალი მორაგბე.

„დიდი მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მთავრობამ სპორტი პრიორიტეტად გამოაცხადა და ბოლო პერიოდში არა მარტო რაგბის, არამედ ყველა მიმართულებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი აშენდება. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, რომ ამ ახალ, ძალიან მოწესრიგებულ და უმაღლესი სტანდარტების მოედნებზე დაკავდნენ, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამასთან, გვექნება შესაძლებლობა, გავზარდოთ სპორტში ჩართული ბავშვების რაოდენობა. ეს სამომავლოდ, რასაკვირველია, მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან ბევრი პროფესიონალი მორაგბეც გაიზარდოს“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769873260

ახალი ამბები

იძირება ეს ფარჩაკი იქ, სადაც მისი ადგილია და ყველაფრის თან წაღება უნდა - თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

„სააკაშვილი ისე განადგურდება, მის სადღეგრძელოსაც აღარავინ დალევს“, – წერს პარტია ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. „სააკაშვილის პოსტიდანაა ნაწყვეტი. დემოკრატიული პარტიების კოო...

ჟურნალისტი

1769870967

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე დებატებზე: მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვისთვისაც საქართველო არის სამშობლო და არა მხოლოდ და მხოლოდ წარწერა პასპორტზე

მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვისთვისაც საქართველო არის სამშობლო და არა მხოლოდ და მხოლოდ წარწერა პასპორტზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არ...

არჩილ გორდულაძე

1769868004

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: განათლების სფეროში მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს და წერს, რომ საქართველოში, გლობალისტური ლიბერალიზმის ბუდე საუნივერსიტეტო სივრცეებია: „...

დავით ქართველიშვილი

1769866238

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ გაერო „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ წინაშე დგას და შესაძლოა, ივლისისთვის ბიუჯეტი ამოიწუროს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ წინაშე დგას და შესაძლოა, ივლისისთვის ბიუჯეტი ამოიწუროს. ამ კრიტიკული სიტუაციის მთავარი მიზეზი შ...

ანტონიო გუტერეში

1769863963

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია

„განათლების სფერო არის განვრცობადი პროცესი და მუდმივად საჭიროებს რეფორმებს. სწორედ ეს არის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი - ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ისტორიული მისიის შესრულება, რაზეც ოც...

ნიკოლოზ მეტრეველი