ლევან მაჭავარიანი – ჩვენს მოქალაქეებს არ სჯერათ ევროპარლამენტის, რომელიც მოწინავე პოზიციაზე მყოფ საქართველოს აკრიტიკებს, სასაცილოა, როცა ასეთი განცხადებები ეყრდნობა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშებს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ ფასი არ აქვს საქართველოს მიმართ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს ეყრდნობა.
ლევან მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსა და თურქეთის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე.
ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი აქვს შესრულებული, რეიტინგებში მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა ევროკავშირი აღნიშნულს არ ითვალისწინებს.
„აქ სიახლე არაფერია. უსამართლო დამოკიდებულებას მიჩვეული ვართ. ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის ეს სერიოზულობას აღარ წარმოადგენს, ყველასთვის სასაცილოა, როდესაც ყველა რეიტინგით მოწინავე ქვეყანა ვართ და ამას არ ითვალისწინებენ.
ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული და ამას არ ითვალისწინებენ, მხოლოდ საქართველოს კრიტიკით არიან დაკავებული. რა თქმა უნდა, ამის არავის სჯერა. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, მათ ვურჩევდი, მაგალითად, უკრაინისა და მოლდოვის პრობლემებზე ისაუბრონ. გაფართოების ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში, რომელიც თითო ქვეყანაზე ექვსი მუხლით შედგებოდა, რატომღაც უკრაინაზე და მოლდოვაზე აკლდა ორი მუხლი – ადამიანის უფლებებთან და კორუფციასთან დაკავშირებული.
აქ ყველაფერი ნათელია. არავინ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტია ფიზიკურად დარჩენილი აღარ არის, ამ ორ ქვეყანაში როგორ ყვავის კორუფცია, რომ ოპოზიციური ტელეარხები დაკეტეს და, ფაქტობრივად, მხოლოდ ის ტელეარხები არიან დარჩენილი, რომლებიც მმართველი პარტიების პროპაგანდას ეწევიან. ამ ყველაფერზე როცა არ საუბრობენ და აკრიტიკებენ საქართველოს, რომელიც ყველაფრით მოწინავე პოზიციაზეა – ყველაზე უფრო ავტორიტეტული, დასავლური ორგანიზაციების კვლევებიც კი ამაზე მეტყველებს – რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ევროპარლამენტის არ სჯერათ.
ეს ყველაფერი სასაცილოა. მით უმეტეს, როდესაც ასეთი განცხადებები ქალბატონი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშებს ეყრდნობა. საქართველოში ყველამ იცის, რომ ქალბატონი რასა მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობარი და საბჭოური მენტალიტეტის ქალბატონია, რომელმაც ჩვენს მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს ინფექცია უწოდა. ის არის უზრდელი, თავხედი ქალბატონი და მის ანგარიშზე დაყრდნობილ ასეთ განცხადებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი ფასი არ აქვს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1782998150
საზოგადოებასაქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია
2026 წლის 2 ივლისს, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უ...
1782997615
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6424 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6431 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1782997496
ახალი ამბებიკობა კობალაძე აბიტურიენტებს: სწორედ დღევანდელი დღე გახდება წარმატების საფუძველი იმ დიდი გზისა, რომელიც დასახულ მიზნამდე გამარჯვებით მიგიყვანთ
გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. კობალაძის თქმით, თითოეული აბიტურიენტისთვის სწორედ დღევანდელი დღე გახდება წარმატების საფუძველი იმ დიდი გზისა, რომელიც მათ დასახულ მიზნამდ...
1782997309
მსოფლიოთურქეთის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუღლას პროვინციაში, დატჩას რაიონის სანაპიროსთან, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა...
1782996849
ახალი ამბებინიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილის „არალეგიტიმურობის“ პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი, თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 4 ოქტომბერი თამარ ჩერგოლეიშვილის „არალეგიტიმურობის“ პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო. მისი განცხადებით, თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰ...





























