მაკა ბოჭორიშვილი: უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მომენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, ასეთი დონის ვიზიტი საქართველოში ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა უზბეკეთიდან

„ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი ცენტრალური აზიისთვის, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ესეც არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რაც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობაში.

„უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მომენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ასეთი დონის ვიზიტი საქართველოში ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა უზბეკეთიდან. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. უზბეკეთი სწრაფად მზარდი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში.

საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი ცენტრალური აზიისთვის, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ესეც არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რაც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. პარალელურად, ტარდება ბიზნესფორუმი, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს პრაქტიკული კავშირების გაძლიერებას ხელი ჩვენს ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782999673

ახალი ამბები

საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სასამართლომ რამდენიმე პირი დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს სამი საქმე განიხილა. ავთანდილ ბოჭორიშვილს, სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის ორიათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 1000 ლარ...

სასამართლო

1782998763

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი – ჩვენს მოქალაქეებს არ სჯერათ ევროპარლამენტის, რომელიც მოწინავე პოზიციაზე მყოფ საქართველოს აკრიტიკებს, სასაცილოა, როცა ასეთი განცხადებები ეყრდნობა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ ფასი არ აქვს საქართველოს მიმართ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც რასა იუკნევი...

ლევან მაჭავარიანი

1782998150

საზოგადოება

საქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

2026 წლის 2 ივლისს, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უ...

უზბეკეთის რესპუბლიკი

1782997615

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6424 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6431 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ფული, კალკულატორი, ანგარიში

1782997496

ახალი ამბები

კობა კობალაძე აბიტურიენტებს: სწორედ დღევანდელი დღე გახდება წარმატების საფუძველი იმ დიდი გზისა, რომელიც დასახულ მიზნამდე გამარჯვებით მიგიყვანთ

გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. კობალაძის თქმით, თითოეული აბიტურიენტისთვის  სწორედ დღევანდელი დღე გახდება წარმატების საფუძველი იმ დიდი გზისა, რომელიც მათ დასახულ მიზნამდ...

კობა კობალაძე