ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში
„სამწუხარო, 2026 წელიც ევრობიუროკრატებმა იგივე რიტორიკით დაიწყეს. პრინციპში, ჩვენ სხვას არც არაფერს ველოდით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრისას.
მისივე თქმით, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მაინც იმედს გამოთქვამენ რომ ისინი შეცვლიან მიდგომებს საქართველოსთან დაკავშირებით.
„ისევ ვხედავთ მათ უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებებს, რომ თითქოს, უკრაინა და მოლდოვა საქართველოს ასწრებენ გატარებული რეფორმებით. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ არც უკრაინასა და არც მოლდოვაში, ფაქტობრივად, ოპოზიციური მედია საშუალება არ არსებობს.
რიტორიკა არის უცვლელი და ეს ყველაფერი ეფუძნება რაღაც აღქმებს - უნდათ, რომ დააფუძნონ რაღაც აღქმები. თუმცა, ისინი ვერ აანალიზებენ, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ამ ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1767899604
ახალი ამბებიგამსახურდია: ანუ, ზოდელავა იძახის, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა ყოფილა გულწრფელი პროტესტი და სიძულვილის ენა კრეატიული მესიჯები, ვკითხოთ ამ არსებას ერთი, 7 ნოემბერს და 26 მაისს, რომ გაუსწორდნენ ხალხს, იქ რა მესიჯები ჟღერდებოდა
ანუ, ზოდელავა იძახის, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა ყოფილა გულწრფელი პროტესტი და სიძულვილის ენა, მუქარა და ა.შ ყოფილა კრეატიული მესიჯები. ვკითხოთ ამ არსებას ერთი, 7 ნოემბერს და 26 მაისს, გაუგონარ...
1767895823
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილზე: ჯერ ერთი, ვინ გიწყალებს, მეორე - ამაზე იტყვის ვინმე რომ „მშვიდობიანი მომიტინგეა“? კიდევ ძალაზე რომ საუბრობს
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი მომიტინგის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ხელისუფლებას შემდეგნაირად მიმა...
1767892872
მსოფლიოგრენლანდიის ოპოზიციის ლიდერი: გრენლანდიამ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დანიის გარეშე უნდა აწარმოოს
გრენლანდიამ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დანიის გარეშე უნდა აწარმოოს, - განუცხადა გრენლანდიის ოპოზიციის ლიდერმა სააგენტო Reuters-ს. „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამჟამინდელ მთავრობას, რომ რე...
1767890724
მსოფლიოდონალდ ტრამპი: აშშ-მა ვენესუელა შესაძლოა, წლების განმავლობაში მართოს
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა ვენესუელა, შესაძლოა, წლების განმავლობაში მართოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. „ᲩᲕᲔᲜ ᲐᲦᲕᲐᲓᲒᲔᲜᲗ ᲕᲔᲜᲔᲡᲣᲔ...
1767888373
მსოფლიოკაია კალასის თქმით, ევროკავშირი აშშ-ის საპასუხო გეგმას განიხილავს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა განიხილა, როგორი იქნება პასუხი, თუ აშშ გრენლანდიის დაკავებას შეეცდება. მისივე თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის...































