ლევან მაჭავარიანი: ევროპას ძალიან მსხვილი სავაჭრო ურთიერთობები აქვს როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და რა თქმა უნდა, საქართველო თამაშობს საკვანძო როლს დაკავშირებადობის კუთხით
„ევროპას აქვს ძალიან მსხვილი სავაჭრო ურთიერთობები როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და რა თქმა უნდა საქართველო თამაშობს საკვანძო როლს დაკავშირებადობის კუთხით“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მეტა კვლევის დოკუმენტს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი გზაა.
„ამ შემთხვევაში, რაზედაც ევროკომისიის ანგარიში იყო, გამოსაყოფი არის რა თქმა უნდა ჩვენი ავტომაგისტრალები, ჩვენი რკინიგზა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი, რომელიც რა თქმა უნდა ტვირთის გამტარუნარიანობას საგრძნობლად გაზრდის“, - აცხადებს მაჭავარიანი.
ევროკომისიისთვის საქართველო „შუა დერეფანია - „კარიბჭე“ და რეგიონული ენერგეტიკული, თუ ციფრული ჰაბი. ევროკომისიამ მეტა კვლევის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ხაზგასმულია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი გზაა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება.
1770584162
სპორტიანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა. მან ცოტა ხნის წინ იასპარეზა, მსაჯებისგან 140,17 ქულა დაიმსახურა და საქართველოს გუნდური 7 მოუპოვა. ამ ეტაპზე საქართველოს ნა...
1770583248
საზოგადოებამაჭავარიანი: დიდი ალბათობით აპრილის ბოლოსთვის კონკრეტულ მიმართულებებზე ფასები იქნება შემცირებული, თუმცა ასევე ვვარაუდობთ, რომ პროცესის განმავლობაშიც კონკრეტულ მიმართულებებზე ფასები დაიწევს
ძალიან დიდი ალბათობით ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის კონკრეტულ მიმართულებებზე ფასები იქნება შემცირებული, თუმცა ასევე ვვარაუდობთ, რომ პროცესის განმავლობაშიც კონკრეტულ მიმართულებებზე ფასები დაიწევს, -...
1770581945
სპორტიზაგრების სარეიტინგო ტურნირზე ნიკა ბროლაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ზაგრებში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა სარეიტინგო ტურნირზე, 72 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში, ქართველი ნიკა ბროლაძე ეგვიპტელ მუსტაფა ჰუსეინ ფათჰი ალამელდინთან 1:4 დამარცხდა და...
1770580272
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, ბურთი მათ მოედანზეა, ძალიან პოზიტიურია ის სიგნალები, რაც ჩვენ მივიღეთ, ოპტიმიზმი არსებობს იმისა, რომ აშშ მოიცლის საქართველოსთვის და ეს ურთიერთობები შეიძლება, გადაიხედოს და აღდგეს
საქართველო საპრეზიდენტო რბოლაში ღიად გულშემატკივრობდა დონალდ ტრამპს, რადგან სრული თანხვედრაა ღირებულებით ნაწილში რელიგიასა და ოჯახურ ღირებულებებში, სრული თანხვედრაა პოლიტიკურ ნაწილში, უკრაინის ომთან მ...
1770579393
საზოგადოებამაჭავარიანი: რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, ყველა განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა, ჩამოაყალიბა ეფექტიანობის დეპარტამენტი, გააძლიერა აუდიტის სამსახური
უნდა დააკვირდნენ, როგორ ვითარდება მოვლენები, რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, აბსოლუტურად ყველა განკარგულება იმ დღიდან არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივ...



























