ლევან მაჭავარიანი გაბარდის განცხადებაზე: ეს ძალიან ნაცნობი ხელწერაა, ჩვენ ასეთი ბევრი მაგალითი ვიცით საქართველოს შემთხვევაში

„ეს ძალიან ნაცნობი ხელწერაა, ჩვენ ასეთი ბევრი მაგალითი ვიცით საქართველოს შემთხვევაში“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის განცხადებას.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ რაღაც რუსულ კავშირებში მაშინ, როდესაც 25 წელზე მეტია ფიზიკურად რუსეთში არ არის ნამყოფი.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ როგორ დასრულდება ეს გამოძიება, ვინაიდან ეს მტკიცებულებები არის გადაცემული იუსტიციის დეპარტამენტისთვის, თუმცა ხელწერა ერთი და იგივე არის. როდესაც ბატონ ტრამპს ამ ყველაფერს აბრალებდნენ - ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და იქ გაყალბებაზეც არის საუბარი, რომ რაღაც დოკუმენტაცია CAI-მ და FBI-მ გააყალბეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
ეს ძალიან ნაცნობი ხელწერაა, რა თქმა უნდა, ვინაიდან ჩვენ ასეთი ბევრი მაგალითი ვიცით საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ რაღაც რუსულ კავშირებში მაშინ, როდესაც 25 წელზე მეტია იგი ფიზიკურად რუსეთში არ არის ნამყოფი და მისი მთელი აქტივები დასავლეთშია წარმოდგენილი. იმავეს ვაკვირდებით ჩვენ ბატონი ორბანის წინააღმდეგ, როდესაც არის ხოლმე კამპანია“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1753210239
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში...
1753209274
მსოფლიოოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისი ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. წერს BBC. „იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობე...
1753208083
მსოფლიომაკრონი: ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილ...
1753204872
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...
1753202343
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში
ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...