ლევან მაჭავარიანი: მაინც რომ გამოვრიცხოთ და დავუკეტოთ სასპეკულაციო ველი როგორც შიდა, ასევე - გარე აქტორებს, ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა ეუთო/ოდირს - დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ჩამობრძანდებიან

მაინც რომ გამოვრიცხოთ და დავუკეტოთ სასპეკულაციო ველი როგორც შიდა, ასევე - გარე აქტორებს, ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა ეუთო/ოდირს ამ არჩევნებთან დაკავშირებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, დარწმუნებულები არიან, რომ ეუთო/ოდირი დააკვირდება თვითმმართველობის არჩევნებსაც.
„გახსოვთ, წინა არჩევნების ანგარიში, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, როდესაც მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. მას შემდეგ ჩვენ მოგვიწია ეუთო/ოდირის რეპუტაციის დაცვა, იქიდან გამომდინარე, თუ როგორი შეტევები ხორციელდებოდა და ის ევრობიუროკრატები, რომლებიც არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ ეუთო/ოდირის დასკვნას, შემდეგ შეცვალეს, თავისი ჩვენება - უკაცრავად, ჟარგონისთვის და დაიწყეს ეუთო/ოდირის ლანძღვა-გინება. ხან კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ და ასე შემდეგ.
შემდეგ ისინი გვთხოვდნენ, რომ ეუთო/ოდირს რატომ არ იწვევს „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზეო. სწორედ ამიტომ არ ვიწვევდით, რომ არავინ ანგაარიში არ გაუწია მის დასკვნას. თუმცა, მაინც რომ გამოვრიცხოთ და დავუკეტოთ სასპეკულაციო ველი თავიდან ბოლომდე, როგორც შიდა, ასევე - გარე აქტორებს, ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა ეუთო/ოდირს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ჩამობრძანდებიან და დააკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებსაც“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1757169434
სპორტივილი სანიოლი: თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა ოთხმცველიანი სქემის
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოთხმცველიან სისტემაზე გადასვლა სწორია და თურქეთთან მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილ...
1757166710
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ჯგუფებზე: ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს
„ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრისას განაცხადა. მისი თ...
1757164690
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა
გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა, - ამის შესახებ...
1757161515
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე ოჯახებთან ერთად ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია...
1757159970
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი რადიკალურ ჯგუფზე: მათი ერთადერთი მიზანია, პროვოკაცია მოაწყონ და უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში
„მიღებული აქვთ დავალება პროვოკაცია მოაწყონ და ამ პროვოკაციაზე წამოაგონ, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი - ისე რიგითი მოქალაქე, რადგან უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში“, - ამის შესახე...