ლევან მაჭავარიანი: საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკის დაბარება რელევანტურია, კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი, მისი რიტორიკა უკვე ყოველგვარ სითავხედეს სცდება

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰერჩინსკის დაბარება რელევანტურია, ვინაიდან მას კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი. მისი რიტორიკა უკვე ყოველგვარ სითავხედეს სცდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება.

„აქამდე „ქართულ ოცნებას“ გვაკრიტიკებდა, ყველანაირ საზღვარს ცდებოდა, მიკერძოებული იყო და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტობრივად, ოპოზიციის აქტივისტად წარმოჩნდა. არჩევნების წინ ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდა, „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცა.

ამ შემთხვევაში კი, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება. ძალიან საინტერესოა, რა პასუხს გასცემს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც ამბობს, თითქოს იმავე დროში დავბრუნდებით, სამოქალაქო ომის პერიოდსა და ბნელ წარსულში. ეს ძალიან თავხედური განცხადებაა.

მოლოდინი არც მაქვს, რომ ამ ყველაფერს რაიმე ლოგიკურ ახსნა, ლოგიკური დასაბუთება ექნება, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა პასუხს გასცემს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კითხვაზე, რა მიზანს ემსახურება პაველ ჰერჩინსკის განცხადება? მაჭავარიანმა უპასუხა:

„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს არის ევრობიუროკრატების პოზიციის გაზიარება. რა თქმა უნდა, მათი დავალებით მოქმედებს. მიზანი მხოლოდ ერთია - რადიკალურ ოპოზიციას რაღაცნაირად მხარდაჭერა აღუთქვან. ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ამით რადიკალურ ოპოზიციას რეიტინგს მოუმატებენ და ჩვენ დაგვაკლებენ. თავისი თვალით იხილეს, ბრიუსელმა რადიკალების მაგივრად წინასაარჩევნო კამპანია როცა ჩაატარა, ჩვენი ხალხი როგორ გაერთიანდა და „ქართულ ოცნებას“ რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777285404

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: საქართველო მყარი ნაბიჯებით ივლის ევროკავშირის წევრობისკენ, ხოლო ასეთი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს

ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე სპიკერმა აღნიშნა, რომ ელჩის ასეთი ქმედებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანები...

ნინო წილოსანი

1777285107

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილსა და პაველ ჰერჩინსკის შორის შეხვედრა დასრულდა

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილსა და ევროკავშირის ელჩს შორის. პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. საქართველოში ევ...

მაკა ბოჭორიშვილი

1777284456

ახალი ამბები

1-ელ მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 28-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი1 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ზოგა...

წვიმიანი ამინდი

1777281959

ახალი ამბები

გია ნოდია სააკაშვილს: მიშა, საბრალო არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ, „ნაცმოძრაობის“ დროს ვერ იქნებოდა სრულფასოვანი დემოკრატია, იმიტომ რომ ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდა ერთ პარტიას, ხოლო ეს ერთი პარტია ერთი კაცის გარშემო არსებობდა

მიშა, მოდი, მეხსიერებებით ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს. 2008 წლის იანვარში მე ხმის პარალელური დათვლის კომისიის თავმჯდომარე არ ვყოფილვარ, ვიყავი ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ეგზიტ-პოლისა. ოღონდ შედეგის გამოც...

გია ნოდია სააკაშვილს:

1777281788

ახალი ამბები

მათიკაშვილი: ზოგადად, პარტიული ტელევიზიებიდან იმდენი ტყუილი და ცილისწამება გვაქვს მოსმენილი, რომ აქ გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის

„ტვ პირველიდან“ და ზოგადად, პარტიული ტელევიზიებიდან ჩვენ იმდენი ტყუილი და ცილისწამება გვაქვს მოსმენილი და პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვუსმენთ, რომ აქ გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის, - ასე აფას...

დავით მათიკაშვილი