გია ნოდია სააკაშვილს: მიშა, საბრალო არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ, „ნაცმოძრაობის“ დროს ვერ იქნებოდა სრულფასოვანი დემოკრატია, იმიტომ რომ ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდა ერთ პარტიას, ხოლო ეს ერთი პარტია ერთი კაცის გარშემო არსებობდა

მიშა, მოდი, მეხსიერებებით ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს. 2008 წლის იანვარში მე ხმის პარალელური დათვლის კომისიის თავმჯდომარე არ ვყოფილვარ, ვიყავი ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ეგზიტ-პოლისა. ოღონდ შედეგის გამოცხადება მე „შემეტენა“, რის გამოც საქართველოს საკმაოდ დიდმა ნაწილმა შემიძულა,- ასე პასუხობს პოლიტოლოგი გია ნოდია, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც მან გია ნოდიას მიერ ტელეეთერში გაჟღერებულ განცხადებას მიუძღვნა: „მე არ ვამბობ, რომ ყველა ვინც გვყავდა დიქტატორი იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიული ლიდერი არცერთს არ ეთქმოდა“.

გია ნოდიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვერ იქნებოდა სრულფასოვანი დემოკრატია, რამდენადაც მართვის სადავეები სრულად ერთი პარტიის ხელში იყო, რომელიც ერთი კაცის გარშემო არსებობდა.

„მიშა, მოდი, მეხსიერებებით ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს. 2008 წლის იანვარში მე ხმის პარალელური დათვლის კომისიის თავმჯდომარე არ ვყოფილვარ, ვიყავი ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ეგზიტ-პოლისა. ოღონდ შედეგის გამოცხადება მე „შემეტენა“, რის გამოც საქართველოს საკმაოდ დიდმა ნაწილმა შემიძულა.

საბრალო არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. არც შენ მეცოდები მხოლოდ იმიტომ, რომ ციხეში ზიხარ - არსებითად, ამ პირობებში შენ აირჩიე ციხეში ყოფნა და იქიდან ბრძოლა. ეს პატივისცემას და არა სიბრალულს იმსახურებს (გეთანხმები თუ არა ამ არჩევანში, სხვა საკითხია).

ამ მონაკვეთში დიქტატორი შენთვის არ მიწოდებია, როგორც შეამჩნევდი, თუმცა ის ფრაზა კი ვთქვი, რომ „დემოკრატიული ლიდერი არც ერთს არ ეთქმოდა“. მესმის, ამ ფრაზის პიროვნულად მიღებაც შეგეძლო, მაგრამ მე ეს პიროვნულად არ მიგულისხმია. შესაძლოა, უფრო ზუსტი უნდა ვყოფილიყავი - ახლა შევეცდები. პრობლემა ისაა, რომ ჩვენში ჰგონიათ, თითქოს დემოკრატია ლიდერის ნებიდან მოდის: მოინდომებს „ჭეშმარიტი დემოკრატი“ ლიდერი დემოკრატიას და ჰოპლა - დემოკრატია გავხდით. ეს შეცდომაა, რომელსაც გარდუვალად შობს ყალბ მოლოდინებს და მერე იმედგაცრუებას.

დემოკრატია ინსტიტუტების სისტემაა და პოლიტიკური კულტურაა. ნაციონალური მოძრაობის დროს ვერ იქნებოდა სრულფასოვანი დემოკრატია, იმიტომ რომ ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდა ერთ პარტიას, ხოლო ეს ერთი პარტია ერთი კაცის გარშემო არსებობდა. არც ინსტიტუციური და არც სოციალური საპირწონე არ იყო (ეკლესიის გამოკლებით, მაგრამ ის დემოკრატიულ საპირწონედ ვერ გამოდგებოდა). ოპოზიცია ერთი ცნობილი ქველმოქმედის გამოჩენამდე კიდევ უფრო სუსტი იყო, ვიდრე ახლაა.

ამ პირობებში, მიშა სააკაშვილი „ჭეშმარიტი დემოკრატი“ იყო თუ არც მთლად დემოკრატი, მეორეხარისხოვანი საკითხია. სისტემა ვერ იყო დემოკრატიული და ამას იდეალური მიშაც ვერ შეცვლიდა (თუმცა იდეალური არ ყოფილხარ). ასევე, მე მჯერა, რომ 2008 წლის იანვარში არჩევნები მართლა მოიგე, მაგრამ ეს საქმის ვითარებას არსებითად არ ცვლის“, - წერს გია ნოდია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777279985

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის ჯგუფურად, უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინ...

პროკურატურა

1777279557

ახალი ამბები

პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს 29 აპრილს მოუსმენს

პარლამენტი 29 აპრილს პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს, - ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. სპიკერის თქმით, მი...

მიხეილ სარჯველაძე

1777279459

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ევროკავშირის ელჩს იმის ახსნა მოუწევს, რას გულისხმობს, როდესაც ქვეყანასა და ხალხს წარსულში დაბრუნებით ემუქრება

ევროკავშირის ელჩს იმის ახსნა მოუწევს, რას გულისხმობს, როდესაც ქვეყანასა და ხალხს წარსულში დაბრუნებით ემუქრება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა...

დავით მათიკაშვილი

1777276868

ახალი ამბები

რევაზ სოხაძე: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „მოამბე რეგიონები“ საგანმანათლებლო ინფრასტრუ...

რევაზ სოხაძე -

1777275489

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი - „ხალხის ძალას“ ვერავინ ასწავლის, რა გამოწვევებია საქართველოში და მის გარეთ, უცხოური ძალების შემოტევებიდან გამომდინარე

„ხალხის ძალაში“ კონსულტაციები გვაქვს. ვიცით, ქვეყანაში რა გამოწვევებია. ვის ვის და „ხალხის ძალას“ ვერავინ ასწავლის, რა გამოწვევებია საქართველოში, შიგნით და მის გარეთ, უცხოური ძალების შემოტევებიდან გამ...

გურამ მაჭარაშვილი