მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობები თუ შეიძლება შეფასდეს, რომ ჩიხშია შესული, ამის ერთადერთი მიზეზი არის დამოკიდებულება, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვხედავთ
ევროკავშირთან ურთიერთობები თუ შეიძლება შეფასდეს ისე, რომ ჩიხშია შესული, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი. ეს მიზეზი არის ის დამოკიდებულება, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება.
„პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვნახოთ პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება სწორედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე დამოკიდებულია ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური და მშვიდი განვითარების შესაძლებლობა.
ეს არის ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს არის მთავარი საფუძველი, რაზეც შეიძლება დაშენდეს ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია. „ქართული ოცნება“ ანტიდემოკრატიულს არაფერს აკეთებს.
ანტიდემოკრატიულს თუ ვინმე აკეთებს, აკეთებს ის, ვინც არ შევიდა პარლამენტში, უარი უთხრა ხალხის ხმას და ყველა ის, ვინც ქუჩაში პოლიტიკური პროცესების წარმართვას ახალისებს. ეს არის ანტიდემოკრატიული“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსისა“ და ბრიტანეთის ელჩის, გარეთ უორდის შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც „ალიანსის წევრებმა თქვეს, რომ ისაუბრეს პერსონალურ სანქციებზე, რომლებიც უნდა დაუწესდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს“.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი არის დესტრუქციული, რადიკალური და ისინი პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ“.
„დღის წესრიგი არის გასაგები. ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი არის დესტრუქციული, რადიკალური და, შესაბამისად, პარტნიორებს ისინი ეძებენ ქვეყნის გარეთ. ოპოზიციას არასდროს უძებნია პარტნიორი ქვეყნის შიგნით და ქართველ ხალხში. ისინი პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ – სად მოხდება მათი ინტერესების თანხვედრა, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის ინტერესები. ამის გამოხატულებაა ეს ყველაფერი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1777287649
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები
„ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, ისინი პარტნიორებს ქვეყნის გარეთ ეძებენ, რათა საქართველოს ინტერეს...
1777287458
ახალი ამბებიქადაგიშვილი: იმის გამო, რომ ოპოზიციამ და გარკვეულმა გარე ძალებმა, თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწიეს საქართველოში, ახლა დადიან და ცდილობენ რამენაირად გარკვეული სანქციების შემოღებით ქვეყანაში ვითარება დაძაბონ
იმის გამო, რომ ოპოზიციამ და გარკვეულმა გარე ძალებმა, თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწიეს საქართველოში, ახლა დადიან და ცდილობენ რამენაირად გარკვეული სანქციების შემოღებით ქვეყანაში ვითარება დაძ...
1777287332
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ისინი, სწორედ გარე დავალებებით მოქმედებენ. როგორც დეპუტატი აღნიშნავ...
1777287102
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული, ბრიუსელში, ევროპულ საგარეო ქ...
1777285404
ახალი ამბებინინო წილოსანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: საქართველო მყარი ნაბიჯებით ივლის ევროკავშირის წევრობისკენ, ხოლო ასეთი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს
ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე სპიკერმა აღნიშნა, რომ ელჩის ასეთი ქმედებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანები...































