ლევან მაჭავარიანი: სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, აშშ-ის გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის
ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბოლო წლებში თვალყურს ვადევნებთ, რომ სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ისინი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საპრეზიდენტო მემორანდუმზე, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს და რომ ორგანიზაციებს შორის ვენეციის კომისიაც მოხვდა.
„ისიც ნუ დაავიწყდება ჩვენს საზოგადოებას, რომ თუ არ ვცდები, მათი რეკომენდაცია იყო, კონსტიტუციიდან ამოგვეღო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ოჯახი არის კაცისა და ქალის ერთობა. ასევე მათი რეკომენდაცია იყო, გაგვეუქმებინა გამჭვირვალობის და ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონი. ასევე მათი რეკომენდაციაა, თურმე გამჭვირვალობა არ შეიძლება მდიდარი „ენჯეო“ ორგანიზაციებისთვის და ა.შ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, ეს ორგანიზაციები „წინ სწევენ საკუთარ დღის წესრიგს ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ ან საფრთხეს უქმნიან ჩვენი ერის სუვერენიტეტს, თავისუფლებასა და ზოგად კეთილდღეობას“.
„ზოგადად, აშშ-ის ეს პოზიცია მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი უკვე აღარ არსებობს და ჩვენ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესს ვადევნებთ თვალს. ამ შემთხვევაში, ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, უნდა იყოს ძალიან მობილიზებული, ყურადღებიანი, მოქნილი და პრაგმატული.
საჭიროა იმ პოლიტიკის გატარება, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ ატარებს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალი მსოფლიო წესრიგი, რაც ჩამოყალიბდება, ისე მოვერგოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული“, - დასძინა მმართველი გუნდის დეპუტატმა.
1767903884
სპორტიხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ წლის პირველი ტიტულისთვის „მარსელს“ დაუპირისპირდა. ძირითადი დროი 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პსჟ-მ იმარჯვა და საფრანგეთის სუპერთასი აღმართა. ლუის ენრიკეს გ...
1767901373
ახალი ამბებივრცელდება ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების ვიდეორგოლი, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ „ქიმიური მოწამვლის“ შედეგად დაზარალდნენ და „დასავლელ მეგობრებს“ საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ
ვრცელდება 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების ვიდეორგოლი, სახელწოდებით „ქიმიური მოწამვლის საქმე“, სადაც ისინი აცხადებენ, რომ აქციებზე, სამართალდამცველების მიერ სპეციალური საპოლიცი...
1767899604
ახალი ამბებიგამსახურდია: ანუ, ზოდელავა იძახის, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა ყოფილა გულწრფელი პროტესტი და სიძულვილის ენა კრეატიული მესიჯები, ვკითხოთ ამ არსებას ერთი, 7 ნოემბერს და 26 მაისს, რომ გაუსწორდნენ ხალხს, იქ რა მესიჯები ჟღერდებოდა
ანუ, ზოდელავა იძახის, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა ყოფილა გულწრფელი პროტესტი და სიძულვილის ენა, მუქარა და ა.შ ყოფილა კრეატიული მესიჯები. ვკითხოთ ამ არსებას ერთი, 7 ნოემბერს და 26 მაისს, გაუგონარ...
1767895823
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილზე: ჯერ ერთი, ვინ გიწყალებს, მეორე - ამაზე იტყვის ვინმე რომ „მშვიდობიანი მომიტინგეა“? კიდევ ძალაზე რომ საუბრობს
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი მომიტინგის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ხელისუფლებას შემდეგნაირად მიმა...
1767892872
მსოფლიოგრენლანდიის ოპოზიციის ლიდერი: გრენლანდიამ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დანიის გარეშე უნდა აწარმოოს
გრენლანდიამ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დანიის გარეშე უნდა აწარმოოს, - განუცხადა გრენლანდიის ოპოზიციის ლიდერმა სააგენტო Reuters-ს. „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამჟამინდელ მთავრობას, რომ რე...































