ლევან მაჭავარიანი: წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა საქართველოს, ხელისუფლებაში რომ რადიკალური ძალები აღმოჩენილიყვნენ, იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე უკრაინაში
წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, ხელისუფლებაში რომ რადიკალური ძალები აღმოჩენილიყვნენ, საქართველოში იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე უკრაინაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში, „დიდი ალბათობით, საქართველოს სხვა კონფლიქტშიც გახვევდნენ“.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 50%-ზე ნაკლები რომ აეღო ან ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე უმართავი პროცესი დაწყებულიყო და რადიკალური ძალები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ძალების და პერსონების მიერ ჩვენი ქვეყნის მართვა? 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს გაცხადებული ჰქონდა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ შექმნიდნენ. 49%-ის აღების შემთხვევაში, ხელისუფლებაში ის ძალები მოდიოდნენ, ვისზეც ახლა მეკითხებით.
წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, როცა ისინი ძალაუფლების ბერკეტებთან იქნებოდნენ. ნოემბერ-დეკემბრის აქციები უმართაობაში, ანარქიაში რომ გადასულიყო, როგორც იმ აქციის მონაწილეებს სურდათ, ნებსით თუ უნებლიეთ, დაფიქრებულად თუ დაუფიქრებლად, ეს ძალები რომ ხელისუფლებაში აღმოჩენილიყვნენ და „ქართული ოცნება“ წასულიყო სახლში, წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნებოდა საქართველო? როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ ჩაიბარებდა ამ ძალებიდან ძალოვან სამინისტროებს და ვინ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი? ეს კითხვა თავის თავს უნდა დაუსვას აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, ვინც ამ აქციებში იღებდა მონაწილეობას და მიღებული პასუხით იხელმძღვანელონ.
საქართველოში იქნებოდა იმაზე უარესი ვითარება, ვიდრე უკრაინაში. 100%-იანი გარანტიით შემიძლია გითხრათ, რომ ომში ვიქნებოდით. ძალიან დიდი ალბათობით, ჩვენს ქვეყანას სხვა კონფლიქტშიც გახვევდნენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1781608238
ახალი ამბებინიკა გვარამიას მიმართ facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო მოქალაქე გიორგი გედენიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოცია...
1781608035
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს, იმას მოიმკი, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში როცა ერევი, მზად უნდა იყო, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან, ეს არის გაკვეთილი, რომელზეც, იმედია, რამეს ისწავლიან
„ახია საფრანგეთზე. რასაც დასთეს, იმას მოიმკი. სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში როდესაც ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვ...
1781607474
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: „ნაცური“ იდეოლოგია არის ანტიქართული იდეოლოგია
ნათამაშები დაპირისპირებებს, გაყოფასა და შეკოწიწებას უკვე 14 წელია ვაკვირდებით. პრობლემა არ არის იმაში, ვინ ვის ებრძვის და საკუთარი მმართველების წინაშე ვის უნდა რომ ქულები ჩაიწეროს, პრობლემა არის იდეოლ...
1781606066
ახალი ამბები„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, 8 პირი პასუხისგებაშია მიცემული - სუსმა რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე დავით ფერაძეზე ძებნა გამოაცხადა
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, 8 პირი...
1781605375
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ახალი წევრების მხრიდან ვალდებულებების აღებას თუ ითხოვენ და საკითხზე მსჯელობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მაშინ ეს არ არის ის ევროკავშირი, რაზეც ვსაუბრობდით
„ახალ წევრ ქვეყნებს ხმის უფლება თუ არ უნდა ჰქონდეთ, მაშინ ეს ის ევროკავშირი არ არის, რაზეც ვსაუბრობდით და რა ევროკავშირიც ცნობილი იყო მისი სამართლიანი დამოკიდებულებით წევრი სახელმწიფოების მიმართ“, - ა...


























