შალვა პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს, იმას მოიმკი, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში როცა ერევი, მზად უნდა იყო, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან, ეს არის გაკვეთილი, რომელზეც, იმედია, რამეს ისწავლიან

„ახია საფრანგეთზე. რასაც დასთეს, იმას მოიმკი. სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში როდესაც ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, რას ფიქრობთ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წუხილზე, რომ სხვა ქვეყანა მის კანონებს თუ რეგულაციებს იწუნებს?“

„საფრანგეთი ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, როდესაც თავს უფლებას აძლევს, საქართველოს კანონმდებლობის დეტალები გვიკრიტიკოს. ახლა ამ დამოკიდებულებას თუ საკუთარ თავზე გრძნობენ, მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალონ. ესეც არის ნაწილი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევისა, როდესაც ყველა ყველას საქმეში ერევა.

ვეღარ განასხვავებ საქართველოში, ვინ ელჩია, ვინ ოპოზიციონერი, ვინ ვის ეკითხება, ვის არ ეკითხება. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ საქართველოს კანონმდებლობის საკითხში სიტყვა ეთქმის ყველას, ელჩს, მოადგილეს, მძღოლსაც კი და არა საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც ხალხისგან აქვს ეს მანდატი.

ასე რომ, თავად მოარღვიეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივსიცემას გულისხმობს, პატივი არ სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და მიიღეს უპატივმცემლობა საკუთარი სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის გაკვეთილი, რომელზეც, იმედია, რამეს ისწავლიან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781607474

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ნაცური“ იდეოლოგია არის ანტიქართული იდეოლოგია

ნათამაშები დაპირისპირებებს, გაყოფასა და შეკოწიწებას უკვე 14 წელია ვაკვირდებით. პრობლემა არ არის იმაში, ვინ ვის ებრძვის და საკუთარი მმართველების წინაშე ვის უნდა რომ ქულები ჩაიწეროს, პრობლემა არის იდეოლ...

შალვა პაპუაშვილი

1781606066

ახალი ამბები

„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, 8 პირი პასუხისგებაშია მიცემული - სუსმა რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე დავით ფერაძეზე ძებნა გამოაცხადა

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, 8 პირი...

 დავით ფერაძე

1781605375

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ახალი წევრების მხრიდან ვალდებულებების აღებას თუ ითხოვენ და საკითხზე მსჯელობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მაშინ ეს არ არის ის ევროკავშირი, რაზეც ვსაუბრობდით

„ახალ წევრ ქვეყნებს ხმის უფლება თუ არ უნდა ჰქონდეთ, მაშინ ეს ის ევროკავშირი არ არის, რაზეც ვსაუბრობდით და რა ევროკავშირიც ცნობილი იყო მისი სამართლიანი დამოკიდებულებით წევრი სახელმწიფოების მიმართ“, - ა...

ლევან მაჭავარიანი

1781605084

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ში...

 დიდი ოდენობით ნარკოტიკული

1781604386

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: იზრდება საქართველოსა და სერბეთს შორის ფრენის სიხშირეები, რაც კიდევ ერთი უტყუარი შედეგია იმის, თუ რამდენად მოთხოვნადია საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის პირდაპირი...

მარიამ ქვრივიშვილი