„აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მიმართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის“ - შსს გიორგი გედენიძის დაჯარიმებაზე
„გიორგი გედენიძე დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობისთვის, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს“, - აღნიშნულის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მიმართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის.
„აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მიმართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ასკ-ის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს მასზე რეაგირება“, - აცხადებენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში „იმედის“ პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა.
გიორგი გედენიძის დაჯარიმებას თავად ნიკა გვარამია გამოეხმაურა.
„მედიიდან გავიგე ამ წუთს, რომ ვინმე გიორგი გედენიძე ჩემთვის ფბ-ზე მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ. არც გიორგი გედენიძე ვიცი და არც შეურაცხყოფა მისგან და მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო „იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე? თან ის ხელისუფლება, რომ მაშანტაჟა, 4-ჯერ დამიჭირა, ჩასაფრებები მომიწყო, ჩემი ფოტოები გამოაკრა ყოველი არჩევნების წინ მთელ თბილისში, ცოლ-შვილი ფარულად გადაიღო და მერე ვიდეო გამომიგზავნა და ვინ მოთვლის კიდევ არ მეყოფოდა, მე რომ მაჯარიმებენ და მიჭერენ და ახლა სხვებს ჩემ გამო რომ დააჯარიმებენ, ის უნდა ვიდარდო კიდე ასეთი სიგიჟე გაუგონარია“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
1781610961
საზოგადოება17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება
17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმ...
1781610198
საზოგადოებანინო წილოსანი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ არაფერი აერთიანებთ გარდა ძალაუფლების წყურვილისა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ოპოზიციაში დაპირისპირებას „ქრონიკასთან“ აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციას მხოლოდ ძალადობის წყურვილი აერთიანებს. „ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას არ გამოუვიდა...
1781609442
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა საქართველოს, ხელისუფლებაში რომ რადიკალური ძალები აღმოჩენილიყვნენ, იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე უკრაინაში
წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, ხელისუფლებაში რომ რადიკალური ძალები აღმოჩენილიყვნენ, საქართველოში იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე უკრაინაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი...
1781608238
ახალი ამბებინიკა გვარამიას მიმართ facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო მოქალაქე გიორგი გედენიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოცია...
1781608035
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს, იმას მოიმკი, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში როცა ერევი, მზად უნდა იყო, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან, ეს არის გაკვეთილი, რომელზეც, იმედია, რამეს ისწავლიან
„ახია საფრანგეთზე. რასაც დასთეს, იმას მოიმკი. სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში როდესაც ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვ...


























