ლევან მაჭავარიანი: უკრაინასთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოზიცია არ არის ისეთი, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, ესეც აღიზიანებს ევროპელ ხალხს
ან უნდა მიიღონ არსებული რეალობა და მოცემულობა, მიხვდნენ, რომ ვერ მოჰყავთ ხელისუფლებაში აგენტურა, დასხდნენ და ჩვენ გვესაუბრონ. მეორე გზა არის, რომ ეს ევრობიუროკრატები უნდა შეიცვალონ, რაც პრინციპში ევროპელი ხალხის მოთხოვნაა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გამოსწორების გზებზე საუბრისას.
მისი თქმით, ქართული მხარე დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ცვლილებები მოხდება, რადგან ევროპელი ხალხი არ არჩეული ბიუროკრატების მმართველობით დაიღალა.
„მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ დაკარგეს ყველაზე სანდო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით და ამას ევროპელი ხალხი უყურებს. ასევე, უკრაინასთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოზიცია არ არის ისეთი, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს.
ვერანაირი ნაბიჯი ვერ ვნახე მათი მხრიდან გადადგმული. რა თქმა უნდა, ესეც აღიზიანებს ევროპელ ხალხს, რადგან ეს ომი, გარდა იმისა რომ ტრაგედიაა უკრაინელებისთვის, ევროპელ ხალხს ძალიან ძვირი უჯდება, რადგან გაზრდილია კომუნალური გადასახადები და ა.შ. რა თქმა უნდა, ხალხს ეს ტვირთად აწვება“, - აცხადებს მაჭავარიანი.
1770126307
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: თუ ქვეყანაში მშვიდობაა, სტაბილურობასთან და სანდოობასთან ერთად, ეკონომიკა იზრდება, როცა ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ, შესაძლებლობა გაქვს, ინვესტიციები ხალხში, განათლებასა და ახალი უნარების შეძენაში...
თუ ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნება სურს, აუცილებელია ძლიერი ინსტიტუტების, ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის და ძლიერი საჯარო შესყიდვების სისტემის არსებობა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინის...
1770126130
საზოგადოებაჟორჟოლიანი: ჩვენი კონცეფცია მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით, რეგიონში მხარს უჭერს მშვიდობას, მშვიდობა ნიშნავს მეტ სტაბილურობას, ის უზრუნველყოფს სანდოობას, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ზრდა
ეკონომიკური თვალსაზრისით შესანიშნავი შედეგები გვაქვს - ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3 % იყო და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, - ამის შესახებ საქართვ...
1770125338
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.როგორც პაპუაშვილი წერს, ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სა...
1770124642
ახალი ამბებითინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ქვეყანაში კულტურის მიმართულებით არსებული მდგო...
1770124085
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6893 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6902 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...


























