ლევან ჟორჟოლიანი: თუ ქვეყანაში მშვიდობაა, სტაბილურობასთან და სანდოობასთან ერთად, ეკონომიკა იზრდება, როცა ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ, შესაძლებლობა გაქვს, ინვესტიციები ხალხში, განათლებასა და ახალი უნარების შეძენაში...

თუ ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნება სურს, აუცილებელია ძლიერი ინსტიტუტების, ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის და ძლიერი საჯარო შესყიდვების სისტემის არსებობა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ სამთავრობო გამოცდილების გაზიარების ფორუმზე განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ამით მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექმნება რწმენა, რომ ზრუნავ ერზე და ხალხის კეთილდღეობაზე.

„მაგალითისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. მისი მთავარი დანიშნულებაა საჯარო ინტერესის დაცვა ყველა სამინისტროში, საჯარო სამართლის ყველა იურიდიულ პირში (სსიპ), ყველა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა და ყველა სახელმწიფო საწარმოში. მიმდინარე წლის პირველი 6 თვის შედეგებით, მიღებული ფისკალური შედეგი 300 მილიონს შეადგენს. ეს ჩვენი ბიუჯეტისთვის დიდი ფულია. სწორედ ამდენი დავუზოგეთ სახელმწიფო ბიუჯეტს. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ყველა სამინისტროსა და საჯარო უწყების ანგარიშვალდებულებას“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა საჯარო შესყიდვებზე.

„ასევე მნიშვნელოვანია საჯარო შესყიდვები, რადგან სახელმწიფო სექტორია ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი ქვეყანაში. ამიტომ, მთელი სისტემის რეფორმირება განვახორციელეთ და ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემა დავნერგეთ. ეს ქართული ნოუჰაუ გახლავთ.

მას ზუსტი ანალოგი არ გააჩნია ევროკავშირსა და მის კანდიდატ ქვეყნებში. ის მოიცავს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასა და 59 000 ეკონომიკურ-სამეწარმეო სუბიექტს, რომლებიც მონაწილეობენ ბაზრის კვლევასა და უშუალოდ შესყიდვის პროცედურებში. ამ სისტემის მთავარი მიზანია შესყიდვებში რისკების მინიმიზაცია და მიკერძოების გამორიცხვა.

ამდენად, თუ ქვეყანაში მშვიდობაა, სტაბილურობასთან და სანდოობასთან ერთად, ეკონომიკა იზრდება. როცა ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ, შესაძლებლობა გაქვს, ინვესტიციები ხალხში, განათლებასა და ახალი უნარების შეძენაში, პროფესიულ სწავლებასა და სოციალურ პროგრამებში, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში ჩადო. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება ჩვენი პოლიტიკა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770126130

საზოგადოება

ჟორჟოლიანი: ჩვენი კონცეფცია მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით, რეგიონში მხარს უჭერს მშვიდობას, მშვიდობა ნიშნავს მეტ სტაბილურობას, ის უზრუნველყოფს სანდოობას, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკური თვალსაზრისით შესანიშნავი შედეგები გვაქვს - ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3 % იყო და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, - ამის შესახებ საქართვ...

ლევან ჟორჟოლიან

1770125338

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.როგორც პაპუაშვილი წერს, ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სა...

შალვა პაპუაშვილი

1770124642

ახალი ამბები

თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ქვეყანაში კულტურის მიმართულებით არსებული მდგო...

თინათინ რუხაძე

1770124085

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6893 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6902 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1770123420

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთზე“: შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე

საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს - ფინანსთა სამინისტროს...

შემოსავლების სამსახური