ლევან მაჭავარიანი - უნგრელმა ხალხმა არჩევანი გააკეთა იმ ლიდერზე, რომელსაც მიიჩნევენ ორბანზე უკეთესად, ეს არის უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება და ჩვენ პატივს ვცემთ
ვულოცავთ ბატონ მადიარს გამარჯვებას, ეს არის უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ. ბატონ ორბანზე შემიძლია ის ვთქვა, რომ ნამდვილად მადლიერები ვართ მისი და მისი ხელისუფლების იმ პარტნიორობისთვის, რაც მათ გაუწიეს საქართველოს წლების განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, უნგრელმა ხალხმა არჩევანი გააკეთა იმ ლიდერზე, რომელსაც მიიჩნევენ ორბანზე უკეთესად.
„ვიმედოვნებთ, რომ ანალოგიური ურთიერთობა გაგრძელდება ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი მადიარის პირველი ოფიციალური კომენტარები. საქართველოსთან დაკავშირებითაც გააკეთა მან განცხადება, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ჩვენ, ასე ვთქვათ, ოპტიმიზმით ველოდებით ამ ურთიერთობების იმავე ნიშნულზე გაგრძელებას, რა ნიშნულიც იყო ბატონი ორბანის პირობებში. რაც შეეხება პარალელის გავლებას, ეს ყოველგვარი არგუმენტებისგან არის დაცლილი. თავს იმხნევებენ ოპოზიციის წევრები. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ უნგრელმა ხალხმა არჩევანი გააკეთა იმ ლიდერზე, რომელსაც ისინი მიიჩნევენ ორბანზე უკეთესად. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ სულ ახლახან გვქონდა არჩევნები – 2024 წელს, 2025 წელს, სადაც უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ ვატარებთ იმ პოლიტიკას, რაც არის ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის დაკვეთა. ჩვენი მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ „ქართული ოცნების“ პირობებში და კარგად იაზრებენ, რომ მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი გარანტი საქართველოში „ქართული ოცნებაა“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
1776173193
მსოფლიომაკრონმა ტრამპთან და ირანის პრეზიდენტთან ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე თავის ამერიკელ და ირანელ კოლეგებთან, დონალდ ტრამპთან და მასუდ პეზეშკიანთან ისაუბრა. ამის შესახებ მან სო...
1776172796
ახალი ამბებიმამარდაშვილის „ლივერპული“ დღეს კვარცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს
ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართება, რა დროსაც ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კვლავ დაუპირისპირდებიან. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ ხვიჩა კვ...
1776172306
ახალი ამბებიშსს-მ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისთვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატ...
1776172134
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1776171851
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: უსამართლობის სიმბოლო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოპოზიციიდანაც იმავე დისკრიმინაციულ რიტორიკას აგრძელებს, პოლიტიკური როლის ცვლილება მხოლოდ დეკორაციაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან გარკვეული პოლიტიკური ძალები...




























