ლევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად
„ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი პრემიერის მიერ გრანტების მართვის სააგენტოს დახურვაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით და მტკიცებულებებით დაადასტურა ის, თუ როგორ მოქმედებდნენ მაგალითად USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად.
ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში, რა ტიპის შეურაცხმყოფელ კამპანიებს აწარმოებდნენ, მაგალითად საპატრიარქოსა და უწმინდესის წინააღმდეგ, როგორ ლობირებდნენ სხვადასხვა კამპანიით ლგბტ დღის წესრიგის ნორმალიზებას საქართველოში.
მსგავსი ბევრი რამ შეგვიძლია, გავიხსენოთ, რომელიც აბსოლუტურად არც ერთი არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1789640566
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი „ნამოხვანჰესზე“: არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება
„არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება“, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შ...
1789639686
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი – მსოფლიოში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმ წესების გამკაცრება, რომელიც უცხოეთიდან პოლიტიკის აკრძალვას და შეზღუდვას გულისხმობს
მსოფლიოში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმ წესების გამკაცრება, რომელიც უცხოეთიდან პოლიტიკის აკრძალვას და შეზღუდვას გულისხმობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დ...
1789639478
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულ...
1789638957
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - „სარფი“, „ქუთაისის აეროპორტი“ და „სადახლო-საავტომობილო“ - სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინი...
1789637845
საზოგადოებაპრემიერი „ნამოხვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები საფუძვლის გარეშე, დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ
იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არ აშენებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობა...


























