გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მრჩევლებს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
გივი მიქანაძემ დელეგაციის წევრებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მიღწეული შედეგები და განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში სწავლის მიმართ იორდანიელი ახალგაზრდების მზარდ ინტერესზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს.
1789642671
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყები...
1789641808
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: აშშ-ში კანონის გამკაცრების საჭიროება გვესმის, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს დესტრუქციული გავლენა, საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი
ამერიკის შეერთებულ შტატები „ფარას“ გამკაცრების ფაქტს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. „რასაკვირველია, საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა გაცილებით უფრო მოწყვლადია ასეთი საშიშრ...
1789640566
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი „ნამოხვანჰესზე“: არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება
„არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება“, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შ...
1789639686
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი – მსოფლიოში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმ წესების გამკაცრება, რომელიც უცხოეთიდან პოლიტიკის აკრძალვას და შეზღუდვას გულისხმობს
მსოფლიოში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმ წესების გამკაცრება, რომელიც უცხოეთიდან პოლიტიკის აკრძალვას და შეზღუდვას გულისხმობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დ...
1789639478
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულ...



























