გიორგი ვოლსკი: აშშ-ში კანონის გამკაცრების საჭიროება გვესმის, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს დესტრუქციული გავლენა, საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი
ამერიკის შეერთებულ შტატები „ფარას“ გამკაცრების ფაქტს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
„რასაკვირველია, საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა გაცილებით უფრო მოწყვლადია ასეთი საშიშროების თვალსაზრისით. სამწუხარო არაერთი მაგალითი ვიხილეთ. ხუთი რევოლუცია ვიხილეთ, სადაც ადამიანები პირდაპირ იყვნენ ჩართული, რომლებიც ფინანსდებოდნენ რაღაც გარკვეული უცხოური რესურსებით. დაიძლია ეს საფრთხეები, მაგრამ არ განელებულა და არ გამქრალა. ასე, რომ აშშ-ში აღნიშნულის გამკაცრება გვესმის, საჭიროება გვესმის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს დესტრუქციული გავლენა, საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.
1789636419
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი – ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო, ოპოზიციაში სწორედ ამ მოცემულობას ვაკვირდებით, უსაქმურები არიან, ზღვარს ქვემოთ დაშვებული რეიტინგით
„ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო, ოპოზიციაში სწორედ ამ მოცემულობას ვაკვირდებით“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. როგორც მათიკაშვილმა...
1789635516
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: გვჭირდება მეტი გენერაცია, ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები
„ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს...
1789634338
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
„ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...
1789633657
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია
„ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკ...
1789633371
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე
„ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკ...



























