ლევან მახაშვილი: ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად
„ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საკითხმა კონსტრუქციული დიალოგის სფეროში გადაინაცვლოს.
„გუშინდელმა შეხვედრამ ჩაიარა ისე, როგორც პირველ ასეთ შეხვედრას უნდა ჩაევლო. შეხვედრას, რომელიც პირველი იყო მრავალთვიანი გაყინული ურთიერთობების შემდეგ. ამიტომ იყო კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეებს თავიანი პოზიციები დაეფიქსირებინათ. ეს იყო სამუშაო შეხვედრა და ქართულმა მხარემ სამართლებრივად, დეტალურად, მათი ინტერესის შესაბამისად, გაიარა თითოეული კანონი, რომელიც მათ აინტერესებდათ.
თუ ისინი კვლავ აპირებენ ამ სამართლებრივ არგუმენტებს დაუპირისპირონ უკვე მრავალჯერ გაცვეთილი პოლიტიკური ფრაზები, ეს პოლიტიკოსების საქმეა. ამისთვის არის საჭირო პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკურ ფორმატში შეგვიძლია ამ საკითხების დეტალურად განხილვა.
ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა. ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ჩვენ ძალისხმევას არ ვაკლებთ და არც მომავალში დავაკლებთ, ეს საკითხი ამ პოლიტიკური ჭიდილის სფეროდან გამოვიტანოთ და დავუბრუნოთ კონსტრუქციული დიალოგის სფეროს“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
1781271029
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გვარამია არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მათ ინტერესებს მოემსახუროს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება მედიასთან შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, გვარამიას ეს განცხადება აჩვენებს, რომ გვარამი...
1781269938
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6577 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6586 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1781269900
საზოგადოებაგიორგი ბარამიძე გრიგოლიას: ჩემო ინგა, ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან არავის „გაუგდია“, „ხაბემ“ მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 60% , ხოლო მელიამ 40% და ამ ყოველივეს თქვენ ეძახით „მოუწყვეს“ და „გააგდეს“?
ჩემო ინგა, დიდი პატივისცემით. გუშინ ნანუკასთან ერთად თქვენს ეთერს ვუსმენდი და თხოვნა მაქვს (გარემოების დრამატიზირების თუ სხვა მიზნით) ფაქტობრივ უხეშ შეცდომას, ეთერში ნუღარ გააჟღერებთ! - წერს "ნაციონალ...
1781269314
საზოგადოებასასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საფრანგეთის ელჩი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ეწვია. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სასაზღვრო პო...
1781267271
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი: გიორგი ისაკაძის მიზანია, ქვეყანა დააზარალოს. როცა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკის ზრდაზე საუბრობენ, ერთ სიახლესაც არ აქვეყნებენ
სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი „ბიემჯის“ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ „ისაკაძის კანტორა როგორც ყოველთვის „მოწოდების სიმაღლეზეა“. როგორც კუჭაშვილი აღნიშნავს, ისაკაძის მიზანი და დავალებაა საქ...

























