რატი იონათამიშვილი: შანტაჟის ენით საქართველოს ვერავინ მოუგებს და ვერც დაამარცხებს

შანტაჟის ენით საქართველოს ვერავინ მოუგებს და ვერც დაამარცხებს. თუ ეს არ იციან ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა, კიდევ უფრო მეტად ილაპარაკონ ამაზე [ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე], - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, არის თუ არა მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რაიმე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მუდმივად გვესმის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდება, მოხდება გადახედვა, მაგრამ საუბარი საუბრად რჩება და გადაწყვეტილების მიღება არც ხდება და ვერც მოხდება. მაშინ რა ინტერესი აქვს იმ ერთი და იგივე მოლაპარაკე თავებს და ეს განსაკუთრებით არიან ევრობიუროკრატები, რომლებიც მუდმივად საუბრობენ ამ თემაზე?! ერთადერთი მიზანი არის საერთო ღირებულების გამოყენება შანტაჟისთვის და ეს შანტაჟი არ ამართლებს. ისტორიულად შანტაჟის ენით ვინც ელაპარაკებოდა და ელაპარაკება საქართველოს, ის ყოველთვის მარცხდება. შანტაჟის ენით საქართველოს ვერავინ მოუგებს და ვერც დაამარცხებს. თუ ეს არ იციან ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა, კიდევ უფრო მეტად ილაპარაკონ ამაზე [ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე]“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781269900

საზოგადოება

გიორგი ბარამიძე გრიგოლიას: ჩემო ინგა, ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან არავის „გაუგდია“, „ხაბემ“ მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 60% , ხოლო მელიამ 40% და ამ ყოველივეს თქვენ ეძახით „მოუწყვეს“ და „გააგდეს“?

ჩემო ინგა, დიდი პატივისცემით. გუშინ ნანუკასთან ერთად თქვენს ეთერს ვუსმენდი და თხოვნა მაქვს (გარემოების დრამატიზირების თუ სხვა მიზნით) ფაქტობრივ უხეშ შეცდომას, ეთერში ნუღარ გააჟღერებთ! - წერს "ნაციონალ...

ააა

1781269314

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საფრანგეთის ელჩი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ეწვია. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სასაზღვრო პო...

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საფრანგეთის ელჩი ეწვია

1781267271

საზოგადოება

შაკო კუჭაშვილი: გიორგი ისაკაძის მიზანია, ქვეყანა დააზარალოს. როცა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკის ზრდაზე საუბრობენ, ერთ სიახლესაც არ აქვეყნებენ

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი „ბიემჯის“ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ „ისაკაძის კანტორა როგორც ყოველთვის „მოწოდების სიმაღლეზეა“. როგორც კუჭაშვილი აღნიშნავს, ისაკაძის მიზანი და დავალებაა საქ...

შაკო კუჭაშვილი

1781266170

საზოგადოება

ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს” თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა. ის მანამდე სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სანდრო ცირე...

სანდრო ცირეკიძე

1781264810

საზოგადოება

25 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება

25 ივნისიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. ზაფხულის სანავიგა...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი