შაკო კუჭაშვილი: გიორგი ისაკაძის მიზანია, ქვეყანა დააზარალოს. როცა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკის ზრდაზე საუბრობენ, ერთ სიახლესაც არ აქვეყნებენ
სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი „ბიემჯის“ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ „ისაკაძის კანტორა როგორც ყოველთვის „მოწოდების სიმაღლეზეა“.
როგორც კუჭაშვილი აღნიშნავს, ისაკაძის მიზანი და დავალებაა საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინები გააჩინოს და ქვეყანა დააზარალოს.
„BMG, ისაკაძის კანტორა, „მოწოდების სიმაღლეზე" - როგორც ყოველთვის. შეგახსენებთ, ეს ის გიორგი ისაკაძეა, რომელმაც "ქართუს" გაკოტრების საქმეზე საკუთარი ბრალი აღიარა და ბოდიშიც მოიხადა.
დღეს მისი მიზანი და დავალებაა საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინები გააჩინოს და ქვეყანა დააზარალოს. როცა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე საუბრობენ, ერთ სიახლესაც არ აქვეყნებენ, და როცა კონკრეტული ინსტიტუტები ვიღაცის ან რაღაცის წაქეზებით საქართველოს ინტერესების დასაზარალებლად პროგნოზებს ტენდენციურად აკეთებენ, მაშინ პირიქით - მაშინვე აცხობენ ნიუსებს. თან როგორ უხარიათ: რეგიონის ქვეყნების ზრდა დიდი იქნება, საქართველოსი - არაო.
სინამდვილეში, წინა წელსაც, იმის წინა წელსაც და იმის წინა წელსაც საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს გაუსწრო - ასე იქნება წელსაც, ისაკაძის სამწუხაროდ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - წერს კუჭაშვილი.
1781266170
საზოგადოებაციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს” თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა. ის მანამდე სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სანდრო ცირე...
1781264810
საზოგადოება25 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება
25 ივნისიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. ზაფხულის სანავიგა...
1781262503
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 🌦️ უახლოეს დღეებში სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა და ელჭექი...
1781261830
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამ...
1781260769
საზოგადოებააშშ-ის საელჩო: ისტორიაში პირველად, თეთრი სახლი უმასპინძლებს MMA ბრძოლას, რომლის მთავარი შერკინებაც ამერიკელ ჯასტინ გეიჯსა და ქართველ ილია თოფურიას შორის გაიმართება
14 ივნისს, ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება, რომელსაც, ვიცით, რომ საქართველოშიც ისეთივე ინტერესით მიადევნებენ თვალს, როგორც - ამერიკაში, - წერია ინფორმაციაში, რომელს...



























