რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს ფაქტობრივად ყველა ის ძირითადი ქვეყანა, რომელიც მსხვილი მოთამაშეა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება შეიტანოს დისონანსი აშშ-სთან ურთიერთობებში საქართველოსა და ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავებამ.
მისი თქმით, როგორც აშშ, ისე სხვა ძირითადი ქვეყნები ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებით თავად არიან დაინტერესებულები.
„გაეროს ფარგლებში ვიმყოფებით ჩვენ აშშ-ში. ვიმყოფებოდით გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც გუშინ დასრულდა და ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს. ფაქტია, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს ფაქტობრივად ყველა ის ძირითადი ქვეყანა, რომელიც მსხვილი მოთამაშეა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. აქაც, სადაც ახლა ვიმყოფები, რომ გადახედოთ, წლიდან წლამდე იზრდება ჩინური ინვესტიციები და აქაც დაინტერესებულია ადგილობრივი ხელისუფლება, რომ ჩინური ინტერესები გაძლიერდეს. ამის არაერთი ფაქტი არსებობს აქ, რადგან ეკონომიკურ თანამშრომლობას მოაქვს ყველას საერთო კეთილდღეობა, სტაბილურობა, რაც ყველაზე მთავარია და უსაფრთხოების უკეთ დაცული გარანტიები. როდესაც ბატონი უილსონი გამოდის და ასეთ კარიკატურულ განცხადებებს აკეთებს. თან ადამიანი, რომელსაც ძალიან საეჭვო რეპუტაცია აქვს აშშ-ში... აქ არავინ იცის მის შესახებ. როგორც ჩანს, მხოლოდ საქართველოში რადიკალური ოპოზიცია და მათი ტელევიზიები არიან დაკავებული მისი ტირაჟირებით, თორემ აქ ძალიან უჩინარი, არასაინტერესო პოლიტიკოსია“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ეკონომიკური პოტენციალისა და საჭიროებების მიმართულებებით განვითარდეს.
1781271029
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გვარამია არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მათ ინტერესებს მოემსახუროს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება მედიასთან შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, გვარამიას ეს განცხადება აჩვენებს, რომ გვარამი...
1781269938
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6577 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6586 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1781269900
საზოგადოებაგიორგი ბარამიძე გრიგოლიას: ჩემო ინგა, ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან არავის „გაუგდია“, „ხაბემ“ მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 60% , ხოლო მელიამ 40% და ამ ყოველივეს თქვენ ეძახით „მოუწყვეს“ და „გააგდეს“?
ჩემო ინგა, დიდი პატივისცემით. გუშინ ნანუკასთან ერთად თქვენს ეთერს ვუსმენდი და თხოვნა მაქვს (გარემოების დრამატიზირების თუ სხვა მიზნით) ფაქტობრივ უხეშ შეცდომას, ეთერში ნუღარ გააჟღერებთ! - წერს "ნაციონალ...
1781269314
საზოგადოებასასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საფრანგეთის ელჩი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ეწვია. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სასაზღვრო პო...
1781267271
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი: გიორგი ისაკაძის მიზანია, ქვეყანა დააზარალოს. როცა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკის ზრდაზე საუბრობენ, ერთ სიახლესაც არ აქვეყნებენ
სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი „ბიემჯის“ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ „ისაკაძის კანტორა როგორც ყოველთვის „მოწოდების სიმაღლეზეა“. როგორც კუჭაშვილი აღნიშნავს, ისაკაძის მიზანი და დავალებაა საქ...

























