ლევან მახაშვილი: დებატები არის აზრთა ჭიდილი, არგუმენტების შეპირისპირება და სწორედ ამ ფორმატში გაიმართება, არც ჩვენ, არც საზოგადოებას რადიკალებთან სალაპარაკო არ გვაქვს
„დებატები, როგორც ჩანს, ბევრს სხვანაირად ესმის. ისე არ ესმის, როგორც რეალურად არის. დებატები აზრთა ჭიდილი და არგუმენტების შეპირისპირებაა. სწორედ ამ ფორმატში გაიმართება პროცესი“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ექსტრემისტების, რადიკალების მათი მთავარი მიზანი დაპირისპირება, ემოციებითა და ლოზუნგებით საუბარია“.
„სამწუხაროდ, ლანძღვა-გინება და მსგავსი სიძულვილის ენა დღევანდელ მედიასივრცეში არც ისე გვაკლია. ისეთ ფორმატზეა საუბარი, სადაც არის არგუმენტების შეპირისპირება, ფაქტების ჭიდილი. ქვეყნისთვის ეს კარგი იდეაა. ამ ფორმატზე სადაც იქნება საუბარი, ჩვენი გუნდი ყველგან ჩაერთვება და არა ლანძღვა-გინებაში. არც ჩვენ და არც საზოგადოებას ექსტრემისტებთან, რადიკალებთან სალაპარაკო არ გვაქვს. მათი მთავარი მიზანი დაპირისპირება, ლანძღვა-გინება, ემოციებით და ლოზუნგებით საუბარია. ჩვენი მიზანია დებატები და ჭეშმარიტი არგუმენტების შეპირისპირების პროცესი. არ მგონია, ოპოზიცია ისეთ ვითარებაში იყოს, რომ წინაპირობები წარმოადგინოს. ფორმატი იქნება და დებატებში ჩართვის საშუალება ექნებათ. დებატებიდან თუ გაიქცევიან, ეს მათი არჩევანი იქნება“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.
„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1769431889
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო: Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია
Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბ...
1769430588
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალების გაერთიანება ის საფრთხობელაა, რომლითაც, მგონი, ერთმანეთს უფრო აშინებენ, სინამდვილეში არანაირი გაერთიანება არ იგეგმება
რადიკალების გაერთიანება ის საფრთხობელაა, რომლითაც, მგონი, ერთმანეთს უფრო აშინებენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „...
1769427462
ახალი ამბებინინო წილოსანი: დებატების გაქრობა მედიასივრციდან ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მიზანი, რომ მაქსიმალური პოლარიზაცია გამოეწვიათ როგორც პოლიტიკურ ველში, ასევე, ამომრჩეველში
დებატების გაქრობა მედია სივრციდან ეს იყო რადიკალური ოპოზიციის გეგმა და მიზანი, რომ მაქსიმალური პოლარიზაცია გამოეწვიათ როგორც პოლიტიკურ ველში, ასევე ამომრჩეველში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარ...
1769425596
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და ქართველ მწარმოებლებს შორი...
1769423545
ახალი ამბებიკახა კალაძე: საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული
„ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გაეროში, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეო...






























