მარიამ ქვრივიშვილი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და ქართველ მწარმოებლებს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არის იდენტიფიცირებული და გავლენას ახდენს სამომხმარებლო პროდუქციის მაღალ ფასებზე.
„მეორე მხრივ, არსებული გამოწვევები გავლენას ახდენს იმ გარემოებაზე, რომ ჩვენ ქართულ მარკეტებში ნაკლებად ვხედავთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. ეს, ფაქტობრივად, სრულად შეესაბამება იმ გამოწვევებს, რასაც ადგილობრივი მწარმოებლები ყოველდღიურობაში აწყდებიან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა, 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი ქართული წარმოების პროდუქციის რეალიზაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე გაკეთდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინტერესების დაცვა და შესაბამისად, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას და ადგილობრივ საცალო ქსელებში ვიხილოთ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, ვიდრე უცხოური, იმპორტირებული. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ზოგადად ჩვენი ეკონომიკის, მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1769419030
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: როცა აიჩემებ, რომ გინდა კონკრეტულ ადამიანთან პაექრობა, ე.ი. დებატები კი არა, საცირკო სანახაობა გსურს, რაც მოსახლეობას ისედაც ყელში აქვს
დებატები პოლიტიკოსებს კი არ გვჭირდება, არამედ ხალხს. სწორედ ხალხს არ უნდა უთხრა უარი, რომ გაიგონ ოპონენტებისგან, რის გაკეთებას აპირებენ, როგორ და რა არგუმენტები აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...
1769418319
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. დემოკრატიისა და საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების საერთაშორისო კონ...
1769417361
ახალი ამბებიპრემიერი: მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი და გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი, შეიძლება მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები
მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი და შესაბამისად, გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხ...
1769414553
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე: ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო მიმართულებით, ეძლევათ საშუალება, დაფინანსება მოიპოვონ და განაგრძონ რეზიდენტურაზე სწავლა
ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო მიმართულებით, ეძლევათ საშუალება, დაფინანსება მოიპოვონ და განაგრძონ რეზიდენტურაზე სწავლა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავ...
1769413444
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას ემსახურებით
პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას თითოეული თქ...































