სურსათის ეროვნული სააგენტო: Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია
Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის Picot კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ბაზრიდან გამოთხოვას მთელი საქართველოს მასშტაბითზედამხედველობენ.
„იდენტიფიცირებული პარტიებია: Picot 1 400G – 8000003312; Picot 1 800G – 8000003297; Picot 2 800G – 8000003280.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იდენტიფიცირებული პარტიები გადაამოწმეს როგორც ქსელურ აფთიაქებში, ასევე საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ობიექტებში.
შემოწმებული სარეალიზაციო ობიექტებიდან Picot-ის აღნიშნული პარტიების პროდუქცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სრულად ამოღებულია და ექვემდებარება განადგურებას“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან თუ უკვე შეძენილი აქვთ.
ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS) – Picot-ისბავშვთა კვების რძის პროდუქტების კონკრეტული პარტიები ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა.
1769430588
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალების გაერთიანება ის საფრთხობელაა, რომლითაც, მგონი, ერთმანეთს უფრო აშინებენ, სინამდვილეში არანაირი გაერთიანება არ იგეგმება
რადიკალების გაერთიანება ის საფრთხობელაა, რომლითაც, მგონი, ერთმანეთს უფრო აშინებენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „...
1769427462
ახალი ამბებინინო წილოსანი: დებატების გაქრობა მედიასივრციდან ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მიზანი, რომ მაქსიმალური პოლარიზაცია გამოეწვიათ როგორც პოლიტიკურ ველში, ასევე, ამომრჩეველში
დებატების გაქრობა მედია სივრციდან ეს იყო რადიკალური ოპოზიციის გეგმა და მიზანი, რომ მაქსიმალური პოლარიზაცია გამოეწვიათ როგორც პოლიტიკურ ველში, ასევე ამომრჩეველში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარ...
1769425596
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და ქართველ მწარმოებლებს შორი...
1769423545
ახალი ამბებიკახა კალაძე: საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული
„ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გაეროში, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეო...
1769422081
ახალი ამბებიკახა კალაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო აბუჩად მოიხსენიოს
„დღეს საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებს და არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველო აბუჩად მოიხსენიოს და ზემოდან უყუროს“, - ას...






























