ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის ინფორმაციით, ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც ამ ურთიერთობების განახლებას უზრუნველყოფს.
„ჩვენ გვიმასპინძლა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად, გვქონდა გაფართოებული შეხვედრა, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ძალიან სიღრმისეულად, ყველა იმ პრობლემატიკაზე, რაც არის გასული თვეების განმავლობაში საქართველოში, მაგრამ, ასევე, მომავალთან დაკავშირებით: რა ნაბიჯებია სამომავლოდ გადასადგმელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
„ასევე, ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე - შავი ზღვის რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით და არის ამისი სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ასევე, დაგეგმილია შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის ვიზიტი ლუქსემბურგში და გვქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვესაუბრა, რათა, როდესაც აღნიშნული ვიზიტი განხორციელდება, ის იყოს შესაბამისად მომზადებული და შესაბამისი შედეგებით“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1781619014
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ
„სად მიღებ, რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის...
1781616982
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა - ზრდამ 8.9% შეადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომ...
1781616285
საზოგადოებაპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. თბილისის პროკურატურ...
1781615240
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6554 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6563 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1781614829
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა. მინისტრის შეფასებით, ორ...



























