პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, დასაქმების გვერდებზე სისტემატურად საჯაროდ ათავსებდა სარეკლამო შეთავაზებებს, თითქოს მოდელებს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ გადაღებაში მონაწილეობის მისაღებად ეძებდა. აღნიშნული გზით, იგი მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულს სექსუალური ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინება, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
1781613528
საზოგადოებარატი იონათამიშვილმა შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართვ...
1781612082
საზოგადოებასერბეთის პრეზიდენტი: დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის. გაუმარჯოს სერბ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას!
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის. გაუმარჯოს სერბ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას!“, - წერს იგი....
1781610961
საზოგადოება17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება
17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმ...
1781610627
საზოგადოება„აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მიმართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის“ - შსს გიორგი გედენიძის დაჯარიმებაზე
„გიორგი გედენიძე დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობისთვის, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქა...
1781610198
საზოგადოებანინო წილოსანი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ არაფერი აერთიანებთ გარდა ძალაუფლების წყურვილისა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ოპოზიციაში დაპირისპირებას „ქრონიკასთან“ აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციას მხოლოდ ძალადობის წყურვილი აერთიანებს. „ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას არ გამოუვიდა...



























