ნიკოლოზ სამხარაძე: ლუქსემბურგს ვთხოვეთ, რომ ევროკომისიას საქართველოსთან დიალოგის განახლება შესთავაზონ

 ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას მასპინძლობს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა ლუქსემბურგელ კოლეგებთან - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გუსტი გრაასსა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ ჰანსენთან გამართეს.

ლუქსემბურგში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვისა და ორმხრივი კავშირების გაფართოების გეგმები განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ ლუქსემბურგს სთხოვა, ევროკომისიის წინაშე თბილისთან დიალოგის განახლების საკითხი დააყენოს. მისივე თქმით, შეხვედრაზე ევროპელ კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ევროკავშირთან ურთიერთობის პრობლემატიკაზე.

„ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ ᲚᲣᲥᲡᲔᲛᲑᲣᲠᲒᲘᲡ ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲓᲐ ᲗᲐᲕᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲗᲐᲜ. ᲒᲕᲥᲝᲜᲓᲐ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲡᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲝ ᲓᲘᲡᲙᲣᲡᲘᲐ ᲘᲛ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲖᲔ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲔᲮᲔᲑᲐ ᲝᲠᲛᲮᲠᲘᲕ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲡ, ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐᲡ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲨᲘ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲐᲢᲚᲐᲜᲢᲘᲙᲣᲠ ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲔᲑᲨᲘ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲐᲡ ᲓᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠ ᲞᲠᲝᲒᲠᲔᲡᲡ. ᲚᲣᲥᲡᲔᲛᲑᲣᲠᲒᲘᲡ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲡ ᲰᲥᲝᲜᲓᲐᲗ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ ᲐᲛ ᲗᲔᲛᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ. ᲩᲕᲔᲜ ᲐᲛᲝᲛᲬᲣᲠᲐᲕᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲛᲘᲕᲐᲬᲝᲓᲔᲗ ᲘᲛᲐᲖᲔ, ᲗᲣ ᲠᲐ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ, ᲠᲐ ᲠᲝᲚᲡ ᲗᲐᲛᲐᲨᲝᲑᲡ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲧᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲨᲘ, ᲠᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲨᲔ ᲕᲓᲒᲐᲕᲐᲠᲗ ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲝᲙᲣᲞᲐᲪᲘᲘᲓᲐᲜ ᲒᲐᲛᲝᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ ᲓᲐ ᲠᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐᲢᲘᲙᲐᲐ ᲩᲕᲔᲜᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲨᲘ.

ᲩᲕᲔᲜ ᲕᲗᲮᲝᲕᲔᲗ ᲚᲣᲥᲡᲔᲛᲑᲣᲠᲒᲣᲚ ᲛᲮᲐᲠᲔᲡ, ᲠᲝᲛ ᲔᲕᲠᲝᲙᲝᲛᲘᲡᲘᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲧᲔᲜᲝᲜ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲗᲐᲜ ᲓᲘᲐᲚᲝᲒᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ. ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ ᲡᲐᲙᲛᲐᲝᲓ ᲡᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲝᲓ ᲬᲐᲠᲘᲛᲐᲠᲗᲐ, ᲓᲘᲓᲘ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲬᲕᲘᲐ - 10-ᲖᲔ ᲛᲔᲢᲘ ᲓᲔᲞᲣᲢᲐᲢᲘ ᲔᲡᲬᲠᲔᲑᲝᲓᲐ, ᲠᲐᲪ ᲜᲐᲗᲚᲐᲓ ᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲡ ᲘᲛ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ“, - ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲐ ᲜᲘᲙᲝᲚᲝᲖ ᲡᲐᲛᲮᲐᲠᲐᲫᲔᲛ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781619573

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1781619014

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ

„სად მიღებ, რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის...

თენგიზ შარმანაშვილი

1781616982

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა - ზრდამ 8.9% შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომ...

ვახტანგ ცინცაძე

1781616285

საზოგადოება

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. თბილისის პროკურატურ...

პროკურატურა

1781615240

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6554 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6563 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ვალუტის კურსი