ლევან მახაშვილი – შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულს ჩავაბარეთ ძალიან ცუდი მემკვიდრეობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა, შესაძლებლობა გვაქვს, ურთიერთობები ნაბიჯ-ნაბიჯ ავაშენოთ
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულს ჩავაბარეთ ძალიან ცუდი, ნეგატიური მემკვიდრეობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა. ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ დონალდ ტრამპის წერილსა და ოპოზიციის გამოხმაურებაზე.
„ამ წერილის შემდეგ შეიძლება, მათ ძილი გაუქრათ და დაეკარგათ. ფაქტი, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება და საზოგადოება ამას ხედავს, განურჩევლად იმისა, ზოგიერთი ოპოზიციონერი რამდენად შეეცდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების თუ ნაბიჯის დამცირებას, დაკნინებას. ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში ვითარდება, რასაც უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვა როგორც შეხვედრების, ვიზიტების, გადაწყვეტილებების დონეზე. ჩვენ და პრემიერ-მინისტრის გუნდმა არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, უფრო მეტად გაღრმავდეს ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით დავაფუძნოთ. ამ მიმართულებით მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, საქართველოს ინტერესების დაცვით და რაც მთავარია, ურთიერთთანასწორობის ნიადაგზე. დანარჩენი სამუშაო პროცესია.
ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული. დანარჩენი დამოკიდებული იქნება კონკრეტულ პროცესზე. მთავარია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულს ჩავაბარეთ ის ძალიან ცუდი, ნეგატიური მემკვიდრეობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა. დღეს შესაძლებლობა გვაქვს, ურთიერთობები ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ავაშენოთ, რომელიც, იმედია, სტრატეგიულ პარტნიორობამდე მიგვიყვანს. რა თქმა უნდა, ეს 100-პროცენტიანი, გარანტირებული პროცესი არ არის, სამუშაო პროცესია. ვეძებთ საერთო გადაკვეთის, ინტერესის წერტილებს. იმედია, ასეთი საერთო ინტერესების წერტილები გამოიკვეთება და სტრატეგიულ პარტნიორობას ამაზე დავაშენებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1784640974
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურის განცხადებით, საქმეშ...
1784640332
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა
„საქართველოს აეროპორტებიდან არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ სატვირთო გადაზიდვებიც ყოველწლიურად იზრდება“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი. მისი ინფორმ...
1784639221
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6301 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6315 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1784638062
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალ...
1784636843
საზოგადოებალევან მოსეშვილი: 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია
„საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება“, - განაცხადა საქართველოს აერო...



























