ლევან მოსეშვილი: ჩვენ ახალ ავიამიმართულებებს ვამატებთ, მიზანი აუთვისებელი ბაზრების ათვისება და მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო მიმართულებების დამატებაზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, სადაც საქართველოდან ისტორიაში პირდაპირი ფრენები არ ყოფილა ან მხოლოდ პერიოდულად ხორციელდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ტურისტული მარშრუტების განვითარება ქვეყანაში მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილებაა. ამის მაგალითად მან ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზარზე შემოსული სკანდინავიური ავიაკომპანია დაასახელა.
„სკანდინავიის ქვეყნებიდან პირდაპირი ფრენების შესრულება საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით წარმატებით ხორციელდება. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სანდო ავია გადამზიდი სკანდინავიურ ქვეყნებში Norwegian Airlines-ი კვირაში ორი სიხშირით ფრენებს თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ასრულებს - განაცხადა მოსეშვილმა.
მისი თქმით, ეს ახალი ტურისტული მარშრუტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანა დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ აზიის მსხვილ ბაზრებთან, არამედ ევროპის ახალ და აუთვისებელ მიმართულებებთანაც.
„ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ ისეთი აუთვისებელი ბაზრებიდან, საიდანაც საქართველოს ისტორიაში არ გვქონია ფრენა, ან იყო მხოლოდ პერიოდულად. გვინდა, რომ ასეთი ქვეყნებიდან რეგულარული ხასიათის ფრენები შესრულდეს“, - აღნიშნა მოსეშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ახალი პარტნიორების მოძიებისა და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის მიზნით საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო საავიაციო ღონისძიებებში, მათ შორის Routes Europe, Routes Asia და Routes World-ის ფორმატებში, სადაც პოტენციურ პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ლევან მოსეშვილის განცხადებით, აღნიშნულ პლატფორმებზე ავიაკომპანიებს საქართველოს შესაძლებლობებს, ტურისტულ პოტენციალსა და ბაზრის განვითარების პერსპექტივებს აცნობენ.
„ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა პლატფორმაზე, ვიყენებთ წარმატებით ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებს, როგორიც არის Routes Europe, Routes Asia, Routes World, სადაც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებთან გვაქვს არაერთი შეხვედრა, შეთავაზებები, საქართველოს მთელი ხიბლის წარდგენა მათთვის: რატომ უნდა იფრინონ ავიაკომპანიებმა საქართველოში, რატომ უნდა ჩამოიყვანონ ტურისტები და მგზავრები“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, მსგავსი მოლაპარაკებები რიგ შემთხვევაში წარმატებით სრულდება და Norwegian Airlines-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლაც სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროცესის შედეგია, რომელიც საერთაშორისო ღონისძიებებზე დაწყებული კონტაქტებიდან დეტალურ მოლაპარაკებებამდე მივიდა.
1784644473
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საქართველოს ჰქონდა ფუნქცია, რომ ერთგვარად პროქსი სახელმწიფოდ ექციათ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში, აქედან გამომდინარე იყო გარკვეული პოლიტიკური ხმაური, რეზოლუციები, ორმაგი სტანდარტი, უსამართლო ცილისწამება
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და ფუნქციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკ...
1784643785
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: თელავში დასასრულს უახლოვდება ღვარცოფის შედეგად წარმოქმნილი შედეგების ლიკვიდაცია, თუმცა ამით პროცესი არ დასრულდება, მთავრობისგან გვაქვს დავალება, რომ დაზიანებული არხი მთლიანად მოწესრიგდეს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბოლო პერიოდში რეგიონებში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა განმარტა რა ეტაპზეა თელა...
1784643578
ახალი ამბებილევან მახაშვილი: გერმანია-საქართველოს ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავიდა - ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური იმპულსი წამოვიდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმან...
1784641811
ახალი ამბებილევან მახაშვილი: თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ამ პროცესში
„თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ა...
1784641300
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო 20-21 ივლისს თბილისში ძლიერი ინტენსივობის ნალექთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ც...































