ლევან მოსეშვილი: წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით იქნება აღჭურვილი, რაც აეროპორტს უფრო დიდი, მათ შორის შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

„წლის ბოლოდან გვექნება შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები შეზღუდვის გარეშე. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აღიჭურვება თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღოს უფრო დიდი და შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ტვირთების მოზიდვასა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიაგადაზიდვების განვითარებას“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტია.

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაძლიერებაზე, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში როგორც საავიაციო ჰაბი“, – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785243365

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებში“ ფული აღარ გვაქვს და შეგვიგროვეთო, სამარცხვინოდ იქცევიან, ფული უჭირთ, რაც ძალიან კარგია, პოლიტიკური ველი აგენტურული აქტორებისგან უნდა მოსუფთავდეს

ოპოზიციაში ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ამაზე ბევრი საუბარიც შეუძლებელია. „ალიანსში“ და „ნაცებში“ ფულიც აღარ გვაქვს და შეგვიგროვეთო. სამარცხვინოდ იქცევიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...

ლევან მაჭავარიანი

1785242334

ახალი ამბები

სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფ...

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

1785241054

საზოგადოება

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმ...

პროკურატურა

1785240276

საზოგადოება

ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო „გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს

აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცე...

ლადო სადღობელაშვილი

1785238325

საზოგადოება

პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომე...

პროკურატურა