ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! გიორგი ქართველიშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია

„უკვირდებით, უკვე ორი დღეა რაზე წიკვინებენ? ესე იგი გამოვიდა ადამიანი, გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც თქვა რომ ეკლესიის გინება, სარწმუნოების გინება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების ლანძღვა-გინება არის მისთვის მიუღებელი და იმისთვის რომ ეს მიუღებლობა უბრალოდ, მის აზრად არ დარჩეს, საზოგადოებას აცნობს გადაწყვეტილებას რომ აფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ჯერ ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი წერს სოციალურ ქსელში.

გეგეჭკორის განცხადებით, ოპოზიცია სწორედ იმიტომ გამოდის აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ, რომ მათთვის მისაღებია ეკლესიის, წინაპრებისა და სარწმუნოების შეურაცხყოფა, მათ პატრონებს სწორედ ის სურთ, რომ ქართული ღირებულებები შეიბღალოს, რაც საწინდარი გახდება ერის გადაგვარებისა.

„უკვირდებით, უკვე ორი დღეა რაზე წიკვინებენ? ესე იგი გამოვიდა ადამიანი, გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც თქვა რომ ეკლესიის გინება, სარწმუნოების გინება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების ლანძღვა-გინება არის მისთვის მიუღებელი და იმისთვის რომ ეს მიუღებლობა უბრალოდ მის აზრად არ დარჩეს, საზოგადოებას აცნობს გადაწყვეტილებას რომ აფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ჯერ ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! ანუ ადამიანმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია და ყველა დაეთანხმება და რას შვებიან ამ დროს აკაცუკები, რაზე იჭრიან ვენებს და ეხეთქებიან კედლებს? გამოდის რომ მათი აზრით შეიძლება ხომ ეკლესიის გინებაც, წინაპრების გინებაც, სარწმუნოების გინებაც? რომ გამოსულიყო და ეთქვა უცხოპლანეტელების გინება მაწუხებს და ამის გამო ორგანიზაციას ვქმნი და ვინც მათ შეაგინებს უპასუხოდ არ დავტოვებო, ხომ არ გადაიჭრიდნენ ვენებს? არა, იმიტომ რომ მათ იდეოლოგიურ პატრონებს არ ადარდებთ ეგ საკითხი, აკაცუკთა პატრონებს ადარდებთ რომ რაც ღირებულია ქართველისთვის, სწორედ ის შეიბღალოს, ვინაიდან სწორედ ამით იწყება ერის გადაგვარება და ერის გადაგვარება უპირველესია სუვერენიტეტის დათმობის ამბავში. თუ ვინმეს მართლა სჯერა რომ ნაცებს სიტყვის თავისუფლება ადარდებთ? თუ ვინმე ხართ ასეთი გულუბრყვილო, აბა მათ ბელადზე თქვით რამე და ნახავთ როგორ ეცდებიან თქვენს გადაჯეგვას“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785243769

მსოფლიო

ისრაელ კაცი: ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ირანის ენერგეტიკულ სამიზნეებს დავარტყათ, თუმცა აშშ ამჟამად ამას არ ამტკიცებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს უკრძალავს. „ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ირანის ენერგეტიკულ სამიზნეებს დავარტყათ. შე...

ისრაელ კაცი

1785243716

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა - აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას

ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას, - განაც...

პოლიტიკოსი

1785243365

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებში“ ფული აღარ გვაქვს და შეგვიგროვეთო, სამარცხვინოდ იქცევიან, ფული უჭირთ, რაც ძალიან კარგია, პოლიტიკური ველი აგენტურული აქტორებისგან უნდა მოსუფთავდეს

ოპოზიციაში ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ამაზე ბევრი საუბარიც შეუძლებელია. „ალიანსში“ და „ნაცებში“ ფულიც აღარ გვაქვს და შეგვიგროვეთო. სამარცხვინოდ იქცევიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...

ლევან მაჭავარიანი

1785242334

ახალი ამბები

სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფ...

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

1785241054

საზოგადოება

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმ...

პროკურატურა