ლევან მაჭავარიანი: „ნაცებში“ ფული აღარ გვაქვს და შეგვიგროვეთო, სამარცხვინოდ იქცევიან, ფული უჭირთ, რაც ძალიან კარგია, პოლიტიკური ველი აგენტურული აქტორებისგან უნდა მოსუფთავდეს
ოპოზიციაში ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ამაზე ბევრი საუბარიც შეუძლებელია. „ალიანსში“ და „ნაცებში“ ფულიც აღარ გვაქვს და შეგვიგროვეთო. სამარცხვინოდ იქცევიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს, რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყრილობისთვის მხარდამჭერებისგან შემოწირულებებს ითხოვს.
„ნანუკა ჟორჟოლიანის არჩევას აპირებენ - დაღუპულები არიან. ეს სპექტაკლის ნაწილია მათი გარეპატრონების მხრიდან, ვისაც სურს, საზოგადოების ყურადღება სწორედ ამ დაღუპულ ოპოზიციაზე გადავიდეს, „ლელო“ და გახარია კი ამ სპექტაკლების მიღმა დატოვონ, თითქოს დამოუკიდებელი ძალები არიან, დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ, ვინაიდან გარე პატრონები 2028 წლის არჩევნებზე ფსონის დადებას „ლელოსა“და გახარიაზე აპირებენ.
აგენტურას და მდიდარ „ენჯეოებს“ დაფინანსება საგრძნობლად შეუმცირდათ, როდესაც ტრამპმა ბეჭედი დაუსვა იმას, რაზედაც „ქართული ოცნება“ ვსაუბრობდით და ვამტკიცებდით. ამერიკამ NED-ი და USAID-ი პირდაპირ კრიმინალურ ორგანიზაციებად გამოაცხადა, რის გამოც აგენტურას დაფინანსების, სულ მცირე, ნახევარი შეუჩერდა.
ეს დაფინანსება უკვე მთლიანად დააწვა ბრიუსელს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობას სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ებრძვის. შესაბამისად, ფული უჭირთ. ეს ძალიან კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ველი ასეთი აგენტურული აქტორებისგან უნდა მოსუფთავდეს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1785242334
ახალი ამბებისამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფ...
1785241054
საზოგადოებაპროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმ...
1785240276
საზოგადოებალადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო „გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს
აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცე...
1785238325
საზოგადოებაპროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომე...
1785237441
საზოგადოებალევან მაჭავარიანი აშშ-ს საელჩოს პოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, რომ საელჩოდან, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ამ საგანს კარგად არ იცნობს, ან კითხვა იყო იმგვარად დასმული, რომ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანეს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციას, რომ შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო, მმართველი გუნდი პასუხობს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავ...



























