პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, თითქოსდა ბიზნეს ინვესტიციის მიზნებისთვის, დაზარალებულს მოტყუებით გამოართვეს 47 443 ლარი. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა არაერთხელ მოუწოდა ერთ-ერთ ბრალდებულს კუთვნილი თანხების დაბრუნების თაობაზე, იგი დაზარალებულს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ (მუქარა, თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785232814

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ, თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზედაც ეს კავშირი უნდა იდგეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, გერმანიის ინიციატივას აფასებს, რაც ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებისას ერთსულოვნების პრინციპისა და ვეტოს უფლების გაუქმებ...

ცოტნე ანანიძე

1785228659

საზოგადოება

შარმანაშვილი გირჩი ჯაფარიძეს: ვამაყობ, რომ ვარ შალვა პაპუაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება

„რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1785227999

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს „ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას ობიექტზე გამ...

რესტორანს „ჯარგვალი“

1785227114

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს. სამინისტროს საქმიანობის...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1785226037

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ მილერმა მინისტრს ქართული ღვინის გლობალუ...

დავით სონღულაშვილი