ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით
ევროკავშირმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ასევე ევროკავშირის წევს სახელმწიფოებს, მათ შორისაა საბერძნეთი, იტალია, სლოვენია, სლოვაკეთი და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია იმ რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ.
„ასევე, ყველანი ვხედავთ საქართველოს პროკურატურის, ანტიკორუფციული სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აქტიურ ქმედებებს კორფუციასთან ბრძოლის მიმართულებით.
ვფიქრობთ, მომავალ წელს საქართველოს ექნება გაცილებით უკეთესი შედეგები, ვინაიდან, აბსოლუტურად შეიცვალა და რეფორმირდა შესყიდვების სისტემა, ასევე - მთავრობის ადმინისტრაციაში გაჩნდა დამატებითი საზედამხედველო ბერკეტები და მექანიზმები.
ამბიციური გეგმები გვაქვს, შევიდეთ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების ევროპის საუკეთესო სამეულში. ეს რეფორმები, რომლებიც განხორციელდა განსაკუთრებით 2025 წლის მეორე ნახევარში, ვფიქრობ, 2026 წლის რეიტინგებში სწორედ ამ შედეგს მიგვაღწევინებს“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
1768558221
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია მერცის განცხადებაზე: მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველზე ამდენი წელი ატარეს - თქვენ მოგატყუეს, მეგობრებო, და გაგაცურეს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთა...
1768555571
ახალი ამბები2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოში დარეგისტრირდა და სერტიფიცირება გაიარა 800-მა ვეტერინარმა და 444-მა ვეტერინარ-ტექნიკოს...
1768555483
მსოფლიოთეთრი სახლი: პრეზიდენტმა საკმაოდ ნათლად გამოთქვა თავისი პრიორიტეტი, რომ მას სურს, აშშ-მა გრენლანდია შეიძინოს
დანიის დაქვემდებარებაში მყოფი გრენლანდიის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეტენზიების ფონზე, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, არქტიკულ კუნძულზე სადაზვერვო მი...
1768554206
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ევროპა, ჯერჯერობით, ვერ გამოსულა ომის რიტორიკიდან, მაგრამ ომი რაც უფრო მძიმე ხასიათს იღებს, გამოფხიზლება ნელ-ნელა მოდის
„ევროპა, ჯერჯერობით, ვერ გამოსულა ომის რიტორიკიდან, მაგრამ ომი რაც უფრო მძიმე ხასიათს იღებს, გამოფხიზლება ნელ-ნელა მოდის“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქ...
1768553877
მსოფლიოჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა
ჩინეთმა 1-ელი იანვრიდან რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის მიზეზი არის ფასი, რომელიც ჩინეთში ელექტ...































