გიორგი გაბუნია მერცის განცხადებაზე: მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველზე ამდენი წელი ატარეს - თქვენ მოგატყუეს, მეგობრებო, და გაგაცურეს

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობები დაბალანსდება, ევროკავშირი მნიშვნელოვან გამოცდას ჩააბარებს.

„ჩვენ გვეძახდნენ რუსებს, ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ჩვენ მიერ მიღებულ კანონებს ეძახდნენ რუსულს მაშინ, როდესაც ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები - მოლდოვა და უკრაინა ცხადდებოდა ჩვენზე უფრო წარმატებულ ქვეყნებად და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თურმე, რუსეთი არის ევროპული ქვეყანა მათი განცხადებით და რუსეთთან მოლაპარაკებები არის აუცილებელი. მაშინ, მე მინდა ვკითხო საზოგადოებას: მაგალითად, გამჭვირვალობის კანონი, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ვითომ რუსულია, არის თუ არა ევროპული კანონი? სასაცილო მდგომარეობაში არიან.

მინდა, პირველ რიგში მივმართო იმ ადამიანებს, ჩვენ ძვირფას თანამოქალაქეებს, რომლებიც რუსთაველზე ამდენი წელი ატარეს, აყვირეს და გაუჩინეს განცდა, რომ თითქოს, ევროპულ მომავალს იცავდნენ ქუჩაში - თქვენ მოგატყუეს, მეგობრებო, და გაგაცურეს“, - აღნიშნავს გაბუნია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768554206

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპა, ჯერჯერობით, ვერ გამოსულა ომის რიტორიკიდან, მაგრამ ომი რაც უფრო მძიმე ხასიათს იღებს, გამოფხიზლება ნელ-ნელა მოდის

„ევროპა, ჯერჯერობით, ვერ გამოსულა ომის რიტორიკიდან, მაგრამ ომი რაც უფრო მძიმე ხასიათს იღებს, გამოფხიზლება ნელ-ნელა მოდის“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1768553877

მსოფლიო

ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა

ჩინეთმა 1-ელი იანვრიდან რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის მიზეზი არის ფასი, რომელიც ჩინეთში ელექტ...

ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები

1768552402

ახალი ამბები

საქართველოდან ექსპორტირებულია 7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 10.0 ათასი ტონა ვაშლი

2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით 10.0 ათასი ტონა ვაშლი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

საზოგადოება

1768551888

ახალი ამბები

ქეთევან ტურიაშვილი: თემურ ჭყონიამ ბოლო წლებში 18 მაკდონალდსი გახსნა და ამას და მის შვილს რომ ჰკითხო იქცევა ქვეყანა

„თემურ ჭყონიამ ბოლო წლებში 18 მაკდონალდსი რომ გახსნა და ამას და მის შვილს რომ ჰკითხო იქცევა ქვეყანა, ეგ არის წლის უხერხული საქციელი. პრემიერ-მინისტრისთვის მადლობის ხდაში საქართველოს ჩემპიონმა შარშან კ...

ქეთევან ტურიაშვილი

1768550764

ახალი ამბები

მაია ომიაძე: 2025 წელი იყო რეკორდული საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის ვიზიტების მიმართულებით, ზრდა გვაქვს თითქმის ყველა სტრატეგიული ქვეყნიდან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზები გამართლდა და საქართველომ 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდულ რაოდენო...

მაია ომიაძე